www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აღრიცხვის ოპერატორი/მოლარე
მომწოდებელი: ზუმერი
გამოქვეყნდა: 18 ივლისი / განცხადების ვადა: 18 აგვისტო

ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "ზუმერი" აცხადებს ვაკანსიას აღრიცხვის ოპერატორის (მოლარის) პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: http://www.zoommer.ge

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
სამუშაოს ტიპი - სრული განაკვეთი (კვირაში 5 სამუშაო დღე).
ანაზღაურება: 800 (net) ლარი. (მზარდი ანაზღაურება)

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
** გამართული კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი ქართულ ენაზე;
** ნებისმიერი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;
** ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციების წესების სრული დაცვით წარმოება;
** სალარო ოპერაციების ზუსტი და დროული აღრიცხვა და პროგრამული გატარება.
** გაყიდული პროდუქციის სწორად გაცემის კონტროლი;
** მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება ან/და საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლების დანიშნულებისამებრ გადამისამართება;

"ზუმერი" გთავაზობთ:

** პროფესიულსა და მომსახურების ხარისხის ტრენინგებს;
** ბაზარზე კონკურენტულ სახელფასო სისტემას;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის დაფინანსებით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე vacancy@zoommer.ge. გთხოვთ, გამოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "აღრიცხვის ოპერატორი (მოლარე) თბილისში".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს[CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |