www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სკოლამდელი განათლების პედაგოგი
მომწოდებელი: თბილისის მწვანე სკოლა
გამოქვეყნდა: 18 ივლისი / განცხადების ვადა: 18 აგვისტო

სასიხარულო სიახლე "მწვანე სკოლის" ნაძალადევის კამპუსზე!
ვაცხადებთ ვაკანსიას ადრეული და წინასასკოლო პედაგოგებისთვის!

"მწვანე სკოლის" ნაძალადევის კამპუსი მდებარეობს ხუდადოვის ტყეში და მოიცავს 5 ჰექტარ გამწვანებულ სივრცეს. ბუნებასთან სიახლოვე ხელს უწყობს ბავშვის ჰოლისტურ და ჯანსაღ განვითარებას, ამგვარი სამუშაო გარემო კი ხელს უწყობს პედაგოგების კეთილდღეობას.

** თუ გიყვარს და იცი ბავშვებთან ურთიერთობა;
** თუ გსურს, რომ იმუშაო განსაკუთრებულ გარემოში და მონაწილეობა მიიღო ახალი, უკეთესი თაობის აღზრდაში,

გამოაგზავნე რეზიუმე და სამოტივაციო წერილი მისამართზე: hr.greenschool@outlook.com

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პედაგოგიური განათლება ან/და სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
** ადრეული და სასკოლო ასაკის ბავშვების განვითარების თავისებურებების ცოდნა;
** ინგლისურის და საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები და უნარები:

** შემოქმედებითი უნარები და კრეატიული აზროვნება;
** აღსაზრდელზე ორიენტირება;
** საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
** პოზიტიური კომუნიკაციის უნარი.

წარმატებები!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |