შპს "მულტი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მიმღების პოზიციაზე თბილისში.
"მულტი" არის პირველი მულტიფუნქციური სივრცე საქართველოში, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებებს: სურსათს, სააფთიაქო ქსელს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, სათამაშოებისა და წიგნების მაღაზიას და მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს.
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო განრიგი ცვლებში.
მისამართი: ვაკე, ჭავჭავაძის გამზირი.
ძირითადი მოვალეობები:
** ფილიალში შემოსული პროდუქციის მიღება, დასაწყობება და პროგრამული უზრუნველყოფა;
** საწყობში არსებული პროდუქციის ვადების, ხარისხისა და რაოდენობის რეგულარული კონტროლი;
** მოთხოვნის შესაბამისად, ფილიალის სივრცის მომარაგება პროდუქციით;
** მომწოდებელზე დასაბრუნებელი პროდუქციის მიღება და კონტროლი;
** საწყობში წესრიგის, ჰიგიენის კონტროლი;
** ინვენტარიზაციისა და აღწერის პროცესში უშუალო ჩართულობა და მონაწილეობის მიღება;
** უსაფრთხოების წესების დაცვა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიღებული დავალებების შესრულება თავის ფუნქციონალურ ჭრილში.
ძირითადი მოთხოვნები: აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: vacancy@multimarket.ge 2022 წლის 19 აგვისტოს ჩათვლით ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 595 99 80 53;
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "საწყობის მიმღები".
"მულტი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!