www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: დეკოლაინი
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 19 აგვისტო

"დეკოლაინი" აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის თანამდებობაზე.

მდებარეობა: ბათუმი ა. პუშკინის 144ა.
სამუშაო გრაფიკი: სრული.

კომპანიის შესახებ:

სამშენებლო-სარემონტო კომპანია "დეკოლაინი" ახალგაზრდა, დინამიკური და მაღალკვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული ორგანიზაციაა. იგი საქართველოს ბაზარზე 2016 წელს დაფუძნდა. კომპანიის საქმიანობა არ შემოიფარგლება სამუშაოთა ვიწრო სპექტრით და გთავაზობთ მრავალმხრივ მომსახურებას: არქიტექტურაში, მშენებლობაში, რემონტსა და დიზაინში. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.
კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მენეჯმენტისა და მულტიტასკინგის უნარების ქონა.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://decoline.ge/

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება. სასურველია სამშენებლო კუთხით.
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ფორმა #2-ების მომზადების გამოცდილება.
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office, Internet and E-mail);
** კომუნიკაბელურობა და ანალიტიკური აზროვნება;
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** Excel- ის მაღალ დონეზე ფლობა.

სამუშაო აღწერილობა:

** სამშენებლო/სარემონტო სამრეწველო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა საქართველოს სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
** სამშენებლო დოკუმენტის საფუძველზე სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად საჭირო სამშენებლო სამუშაოების მოცულობების განსაზღვრა;
** მშენებლობის პროცესში გამოყენებული მასალების, ნაკეთობებისა და კონსტრუქციების
** სტანდარტებთან და საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობისა და მათი ხარისხის კონტროლი;
** უშუალოდ სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების წარმოების ადგილზე, ვიზიტის მიხედვით სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება.
** კომპანიის შიდა ხარჯების აღრიცხვის დოკუმენტაციასთან შედარება;
** საპროექტო ნახაზებისა და შესრულებული ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე, სამუშაოთა
** კალენდარული გრაფიკის მომზადება.
** სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას ცვლილებებთან დაკავშირებით წარმოდგენილი ახალი სამუშაოების ერთეული ფასების კალკულაციების შედგენა-ანალიზი;
** ფორმა 2-ის შედგენა.

ჩვენ ვთავაზობთ:

** კონკურენტუნარიან მაღალ სახელფასო რეინჯს.
** ზრდად კომპანიას დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: CV@decoline.ge.
სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

კომპანია "დეკოლაინი" უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |