www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: Wyndham Grand Tbilisi Hotel
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 20 აგვისტო

სასტუმრო "Wyndham Grand Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ბარმენი, მიმტანი, მინი ბარის თანამშრომელი, დიასახლისი, მზარეული, სამზარეულოს დამხმარე, მიღება-განთავსების განყოფილების თანამშრომელი.

1. ბარმენი

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრებისგან შეკვეთების მიღება და მათი დროულად მიწოდება;
** ბარის სუფთა, შევსებულ და ორგანიზებულ მდგომარეობაში შენარჩუნება
** ბარში წარმოდგენილი პროდუქციის - ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების სრულყოფილი ცოდნა
სასმლის სწრაფი, ეფექტური და ხარისხიანი მომზადება;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან კომუნიკაციის დამყარება და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება;
** მენიუსა და სასმელების სიის ზედმიწევნით ცოდნა, მათი აღწერა დაინტერესებული პირებისთვის;
** ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა, მათ შორის სამუშაო სივრცის მოწესრიგება.

2. მიმტანი

ძირითადი მოვალეობები:

შეეგებოს და მიესალმოს სტუმარს სტანდარტების გათვალისწინებით.
მიიღოს სტუმრის შეკვეთა და უზრუნველყოს სათანადო მომსახურება.
დაიცვას რესტორნის სტანდარტები.
დაიცვას პრინციპი "დაასუფთავე შემჩნევისთანავე".
იმუშაოს სამუშაო განრიგის გათვალისწინებით.

3. მინი ბარის თანამშრომელი

ძირითადი მოვალეობები:

** დაბეჭდოს ნაადრევად წასულ სტუმართა სია და ანგარიში გაასწოროს სტუმრებთან.
** შეავსოს ყველა მინი ბარი საჭირო ნივთებით
** შეამოწმოს მინი ბარის ყველა ნივთის ვადა
** შეცვალოს ნახმარი ჭიქები ახლებით
** დარწმუნდეს, რომ მინი ბარი შიგნიდანაც და გარედანაც სუფთაა
** დაბეჭდოს სიის გარეთ ჩეკი და დარწმუნდეს, რომ ყველა ანგარიში გასწორებულია
** იმუშაოს დასუფთავების და რეგისტრაციის განყოფილებასთან ერთად
** შეავსოს ლანგრები
** მოიტანოს ბრძანება საწყობიდან
** გააპრიალოს ჭიქები
** იმუშაოს სამუშაო განრიგის გათვალისწინებით.

4. დიასახლისი

ძირითადი მოვალეობები:

** ტერიტორიის ყოველდღიური დასუფთავება სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად;
** დაზიანებული ნივთების აღრიცხვა;
** დაკარგული ნივთების დასუფთავების დეპარტამენტში განთავსება;
** ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვა;
** აღჭურვილობის საღ მდგომარეობაში შენახვა;
** ოთახების დასუფთავება სასტუმროს სტანდარტის მიხედვით;

5. მზარეული

ძირითადი მოვალეობები:

** დაგეგმოს და მოამზადოს სხვადასხვა კერძი მენიუდან
** უზრუნველყოს კერძების მომზადება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად
** ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას მენიუს სრულ შემადგენლობაზე და შეეძლოს კერძების შემადგენლობის აღწერა
** დაანაწილოს კერძები პორციებად და განათავსოს სათანადო ჭურჭელზე
** მოამზადოს სხვადასხვა კერძი ბანკეტებისთვის
** მოამზადოს კერძები საკვებით უზრუნველყოფილი სხვადასხვა ღონისძიებისთვის
** ზედამხედველობა გაუწიოს და მონაწილეობა მიიღოს დიდი ოდენობით ხორცის, ბოსტნეულისა და სხვა კერძების მომზადებაში
** ზედამხედველობა გაუწიოს სამზარეულოს, საკვები პროდუქტების საწყობის და მაცივრების დასუფთავებას
** მთავარ მზარეულთან გაიაროს კონსულტაციები ცალკეული კერძების მომზადების საუკეთესო მეთოდების გამოსავლენად
** უზრუნველყოს ყველა პოლიტიკის, პროცედურის და სტანდარტის დაცვა სამზარეულოში

6. სამზარეულოს დამხმარე

ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოს სამზარეულოს ყველა დანადგარისა და ყველა სახის ჭურჭლის, მჭრელი ინსტრუმენტების, ქვაბების და ტაფების ჰიგიენურობა და სისუფთავე
** აწარმოოს ქიმიკატების რაოდენობისა და მარაგის კონტროლი
** დაიცვას ყველა სანიტარული ნორმა
** გადაყაროს ყველა სახის ნაგავი და ნარჩენი
** შეინარჩუნოს სისუფთავე სამუშაო ადგილას
** აწარმოოს ნებისმიერი სახის დაზიანების ჩანაწერები

7. მიღება-განთავსების განყოფილების თანამშრომელი

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმართა მიღება, განთავსება და გაცილება.
** კომუნიკაციის წარმოება სტუმრებთან სასტუმრო მომსახურებებთან დაკავშირებით.
** სპეციალური შემოთავაზებებისა და ფასდაკლებების შესახებ ინფორმაციის ფლობა.
** სასტუმროს სტანდარტების დაცვა.
** სტუმრის მოთხოვნებისა თუ ჩივილების გადაჭრა სწრაფად და ეფექტურად.

ძირითადი მოთხოვნები:

** უცხო ენების ცოდნა.
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** თავაზიანობა და კომუნიკაბელურობა
** ფიზიკური ჯანმრთელობა
** აქტივობა, მოქნილობა და გამძლეობა

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კვებით სრულად უზრუნველყოფას
** ღამის საათებში ტრანსპორტით უზრუნველყოფას

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@wyndhamgrandtbilisi.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |