www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რესტორნის მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო ხედი
გამოქვეყნდა: 20 ივლისი / განცხადების ვადა: 19 აგვისტო

ახალი დიზაინ - ოტელი "ხედი", რომლის გახსნაც იგეგმება 2022 წლის ზაფხულში, აცხადებს ვაკანსიას რესტორნის მენეჯერის სპეციალობით

სასტუმრო მოიცავს სხვადასხვა კატეგორიის 60 ნომერს, პანორამულ რესტორანს სასტუმროს ზედა სართულზე, საკონფერენციო და ღონისძიების დარბაზს, ფიტნეს კლუბსა და სპას.

ჩვენ ვიწვევთ ჩვენს გუნდში ენერგიულ, კრეატიულ და კეთილსინდისიერ თანამშრომლებს, რომლებიც მიისწრაფვიან პროფესიული განვითარებისკენ და კარიერული ზრდისკენ .

ძირითადი მოვალეობები:

** რესტორნის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
** გაყიდვების მოგებისა და წარმოების გაზრდა
** პროდუქტის უმაღლესი ხარისხის დონის შენარჩუნება
** პერსონალის მართვა (ძიება, შერჩევა და დაქირავება, ადაპტირება და ორიენტაცია, თანამშრომლების სწავლება, განვითარება და შენარჩუნება, სამუშაო განრიგის შედგენა, შესრულებული სამუშაოს შეფასება)
** კომპანიის სტანდარტებთან მუდმივად შესაბამისობაში ყოფნა რათა დაკმაყოფილებულ იქნეს სტუმრების მოთხოვნები
** სტუმრების მომსახურება
** რესტორნის სტუმრებთან მუდმივ კონტაქტში ყოფნა
** რესტორნის ყველა ერთეულში ინვენტარიზაციის ორგანიზება და კონტროლი, ინვენტარიზაციის შედეგების ანალიზი
** აღწერების ჩატარება, მარაგების კონტროლი
** დისტრიბუციებთან თანამშრომლობა
** რესტორნის საბუთების კონტროლი
** კალკულაციების კონტროლი
** სალაროს ბრუნვის და ბუღალტერისთვის საბუთების მოწესრიგება
** პროგრამის სათანადო ფუნქციონირების უზრუნველყოფა და მისი ცოდნა
** უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვა თანამშრომლების მიერ სამუშაოს შესრულების პროცესში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სამუშაო გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი მმართველ-მენეჯერულ თანამდებობაზე სარესტორნო საქმეში
** სერვისის ცოდნა
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა
** საოფისე პროგრამების კარგად ფლობა (Word, Excel).

პირობები:

** დასაქმება საქართველოში არსებული შრომითი კანონმდებლობის შესაბამისად
** სტაბილური ხელფასი
** უფასო კვება
** პროფესიული და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, ელექტრო-ფოსტაზე: restaurant.khedi@gmail.com

გთხოვთ, რეზიუმეები გამოაგზავნოთ მხოლოდ კვალიფიცირებულმა კანდიდადატებმა.
 



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |