www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: Inex Group
გამოქვეყნდა: 25 ივლისი / განცხადების ვადა: 25 აგვისტო

საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია ინექს გრუპი აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.

ინექს გრუპი არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სხვა. ინექს გრუპი ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით.

სამუშაო ადგილი: ბათუმი
ანაზღაურება: დღიური

საქმიანობის აღწერა:

** კლიენტ სერვისი - კლიენტთან აქტიური კომუნიკაცია, გზავნილების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის ფლობა და მომხმარებლის უზრუნველყოფა შესაბამისი ინფორმაციით;
** ამანათების მიღება-გაცემა; საწყობისა და ქოლ ცენტრის განყოფილებებთან აქტიური თანამშრომლობა;
** კლიენტის მიმართ კეთილგანწყობილი საქმიანი ურთიერთობა, პრობლემების მოგვარების გზების ორგანიზება და განვითარება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების სამომხმარებლო დონის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა;
** კოლეგიალობა;
** პუნქტუალურობა;
** მომხმარებლის მიმართ კეთილგანწყობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პოზიციაზე განიხილებიან სტუდენტებიც.

დაინტერესებულმა პირებმა 2022 წლის 25 აგვისტომდე გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: career@inex.ge სათაურის ველში მიუთითეთ შესაბამისი სათაური: "ოპერატორი- ბათუმი".

კომპანია ინექს გრუპი გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |