"ველის" მისია საქართველოში e-commerce-თან დაკავშირებული სტერეოტიპული წარმოდგენების ცვლილება და ახალი სტანდარტის დამკვიდრებაა. ჩვენი ინოვაციური პლატფორმით მომხმარებლებს ვუმარტივებთ ყოველდღიურობას და ვეხმარებით, დაზოგოს ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი - დრო. კომპანია 2021 წლის გაზაფხულზე აჭარა ჯგუფის ფარგლებში შეიქმნა და დეკემბრიდან ოფიციალურად შეუერთდა ელექტრონული ვაჭრობის ბაზარს.
ვინ ქმნის VELI.store-ს?
ველის ქმნიან ღია, ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად სიახლეს სწავლობენ და ცოდნას ერთმანეთს უზიარებენ.ველის ყველა წევრი საერთო მიზნისთვის ვერთიანდებით და ადამიანებს განსაკუთრებულ მომენტებს ვუქმნით.
VELI.store-ს გუნდი ეძებს კორპორაციული გაყიდვების მენეჯერს.
ძირითადი მოვალეობები:
** სხვადასხვა არხით პოტენციური მომხმარებლების მოძიება და გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა B2B მიმართულებით;
** ბაზრის შესწავლა;
** კონკურენტების კვლევა/ანალიზი;
** მომხმარებლებთან მუდმივი კომუნიკაცია, მათი მოთხოვნის განსაზღვრა და მოლაპარაკების წარმოება;
** კომპანიებთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება;
** გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, პროგრამაში ასახვა/მონიტორინგი;
ძირითადი მოთხოვნები:
** კორპორაციული გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: info@veli.store
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი".