www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მძღოლი/კურიერი
მომწოდებელი: სამედიცინო ლაბორატორია სინევო
გამოქვეყნდა: 27 ივლისი / განცხადების ვადა: 27 აგვისტო

სამედიცინო ლაბორატორია "სინევო" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის/კურიერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ბიომასალის აღება ლაბორატორიული ცენტრებიდან და მიტანა "სინევოს" ცენტრალურ ლაბორატორიაში
** ბიომასალის დახვედრა რეგიონებიდან და ასევე მიტანა "სინევოს" ცენტრალურ ლაბორატორიაში.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებული
** შრომისმოყვარე
** მართვის მოწმობა (B კატეგორია) და მართვის გამოცდილება მინიმუმ 5 წელი
** სამარშრუტო უბნების ზედმიწევნით ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ეფექტური და დამარწმუნებელი კომუნიკაციის მაღალგანვითარებული უნარი
** ორგანიზებულობა
** მოტივირებულობა

პირობები:

** სრული სამუშაო განაკვეთი - 10:00-18:00 საათამდე (6 სამუშაო დღე)
** კომპანია სრულიად უზრუნველყოფს კურიერების მანქანას, საწვავს და ყველა მასთან დაკავშირებულ ხარჯს.

დაინტერესებულმა პირებმა, ვისი უნარები და გამოცდილებაც შეესაბამება მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ CV მისამართზე: vacancy@synevo.ge არაუგვიანეს 27/08/2022. გთხოვთ, მიუთითოთ სათაურში დარგობრივი პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

"სინევო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

"სინევოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სინევოს" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |