www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი
მომწოდებელი: ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო
გამოქვეყნდა: 27 ივლისი / განცხადების ვადა: 27 აგვისტო

სსიპ - ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს კონკურსს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერის ვაკანსიაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნების შესრულების ყოველდღიური მონიტორინგი;
** ინფორმაციული აქტივებისა და მათი წვდომის აღწერა;
** ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შინაუწყებრივი დოკუმენტაციის მომზადება;
** ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მათზე რეაგირების მონიტორინგი;
** ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე ანგარიშგება და სხვა სახის ადმინისტრაციული/საორგანიზაციო საქმიანობა;
** ინფორმაციული უსაფრთხოების ზოგადი და დარგობრივი ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება;
** სხვა მოვალეობები, რომლებსაც განსაზღვრავს კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი.

პროფესიული ცოდნა, განათლება, გამოცდილება:

** არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, მენეჯმენტში ან პროექტების მართვაში;
** ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა;
** სასურველია ჰქონდეს: სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO), სტანდარტიზაციის ბრიტანული ინსტიტუტის (BSI), ინფორმაციული სისტემების აუდიტისა და კონტროლის ასოციაციის (ISACA), ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოების სერტიფიცირების საერთაშორისო კონსორციუმი (ISC) ან SANS (GIAC) Institute-ს მიერ გაცემული მოქმედი სერტიფიკატი ინფორმაციული უსაფრთხოების დარგში.

სხვა დამატებითი უნარები:

** ანალიტიკურად და ტექნიკურად აზროვნების უნარი;
** პრიორიტეტის განსაზღვრის და პრობლემაზე კონცენტრაციის უნარი;
** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობა და კომუნიკაბელურობა;

შრომის ანაზღაურება განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.

კონკურსის ეტაპები:

** პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა;
** მეორე ეტაპი - განაცხადების გადარჩევის შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 27.08.2022.

დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@ita.gov.ge და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

სსიპ - ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო გისურვებთ წარმატებას!

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. შესაბამისად, რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში სსიპ ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო იტოვებს უფლებას, დაამუშაოს აპლიკანტის პერსონალური მონაცემები შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |