www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: HR და ხარისხის მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: მრჩეველი
გამოქვეყნდა: 27 ივლისი / განცხადების ვადა: 27 აგვისტო

სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი" (კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის შესახებ, შეგიძლიათ ეწვიოთ: http://www.mrcheveli.com) აცხადებს ვაკანსიას ქალაქ თბილისში HR და ხარისხის მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

სტრუქტურული ერთეული: HR და ხარისხის მართვის სამსახური
უშუალო დაქვემდებარება: გენერალური დირექტორი
ანაზღაურება: შეთანხმებით

სამუშაოს მიზანი:

** ორგანიზაციაში ადამიანური რესურსების და მომსახურების ხარისხის მართვის სისტემის გამართვა;
** თანამშრომელთა კომპეტენციების თანხვედრის უზრუნველყოფა კომპანიის ღირებულებებთან და ხარისხის სტანდარტებთან;
** მომსახურების უწყვეტობის და მაღალი ხარისხის უზრუნველყოფისთვის საჭირო საკადრო რესურსის განსაზღვრა და შესაბამისი კომპეტენციების და ოდენობის თანამშრომლებით დაკომპლექტება;
** მენეჯმენტის მხარდაჭერა ორგანიზაციის სწრაფ და ეფექტურ განვითარებაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სამუშაო გამოცდილება: HR, სწავლების ანდა ხარისხის მართვის მიმართულებ (ებ)ით მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
განათლება: უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების, ფსიქოლოგიის ანდა ბიზნესის მართვის მიმართულებით.

კომპეტენცია:

** საოფისე პროგრამების და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** კარგი საკომუნიკაციო უნარები, კომუნიკაციის და წერითი უნარები, ანალიტიკური უნარი, გუნდთან და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** რეკრუტინგის სრული პროცესის მართვის გამოცდილება; სწავლების მეთოდოლოგიის შემუშავების და დანერგვის გამოცდილება; მომსახურების ხარისხის მართვის სტანდარტის შემუშავების და დანერგვის გამოცდილება; თანამშრომელთა შეფასებისა და მოტივირების სისტემის შექმნისა და მართვის გამოცდილება; ბიზნეს პროცესების ანალიზის და შემუშავების გამოცდილება (სასურველი).

ფუნქცია-მოვალეობები:

** პერსონალის მართვა: თანამშრომელთა შერჩევა, ორიენტაცია, სწავლება და განვითარება და მოტივირება; წინა ხაზის თანამშრომელთა სამუშაო ცვლებისა და გრაფიკების მართვა;
** ხარისხის მართვა: თანამშრომელთა ქცევითი და მომსახურების სტანდარტების შემუშავება/განახლება და დანერგვა; თანამშრომელთა მიერ სამუშაოს შესრულების მონიტორინგის და შეფასების სისტემის შემუშავება/დანერგვა; თანამშრომლების მუშაობის სუპერვიზია, ხარვეზების აღმოჩენა და აღმოფხვრა, მომსახურების სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

რას გთავაზობთ:

** პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@mrcheveli.com და გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი" მადლობას.

გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ ჯანმრთელობას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |