www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: New Vision Insurance
გამოქვეყნდა: 2 აგვისტო / განცხადების ვადა: 1 სექტემბერი

სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" არის ახალი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე, რომელიც ორიენტირებულია უნივერსალური, ხარისხიანი, მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტის შექმნაზე. კომპანია ორიენტირებულია ნებისმიერი ასაკის, სქესის, შემოსავლის მქონე მომხმარებელზე და სთავაზობს მას სადაზღვევო პროდუქტების ფართო არჩევანს როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით. ჩვენთვის უმთავრესია მომხმარებელთა კმაყოფილება და ვცდილობთ შევთავაზოთ მათ გამარტივებული, თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება.

"ნიუ ვიჟენ დაზღვევისათვის" უმთავრეს კორპორატიულ ღირებულებას წარმოადგენს ჩვენს კომპანიაში დასაქმებული ადამიანური რესურსის კმაყოფილება, მათთვის ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა და განვითარება.

თუ ხართ ორიენტირებული, გახდეთ კოლეგიალური, მეგობრული, პროფესიონალი, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრი, მაშინ "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" ის ადგილია, სადაც უნდა გამოავლინოთ თქვენი პროფესიული უნარები!

ს.ს. "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" მადლიერებას გამოხატავს კომპანიითა და მოცემული ვაკანსიით დაინტერესებისათვის! კომპანია მზად არის, სტუდენტის მიერ ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, წინასწარ შეთანხმდეს სწავლისათვის არსებული საჭიროებები და მაქსიმალურად შეუწყოს ხელი თანამშრომელს სწავლისა და სამსახურის შეთავსებაში!

სამუშაოს აღწერილობა:

** თანამშრომელთა ორიენტაცია სამუშაო სივრცეში;
** კომპანიაში შემომავალი და გამავალი დოკუმენტაციის კონტროლი და აღრიცხვა/მათი გაგზავნა;
** ვიზიტორების/კლიენტების მოთხოვნის იდენტიფიცირება და საჭიროებისამებრ გადამისამართება;

ამასთანავე, რომ ს.ს. "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" ეწინააღმდეგება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, მათ შორის, სქესის, რასის, ასაკის, სექსუალური ორიენტაციის, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების გამო - კომპანია მიესალმება ნებისმიერ პოტენციურ თანამშრომელს!

პოზიცია: ოფისის მენეჯერი
დაქვემდებარება: ადამიანური რესურსების მართვის სამსახური
სამუშაო განაკვეთი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური და/ან რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;

პროფესიული უნარები და კომპეტენციები:

** მოტივირებული
** პასუხისმგებლიანი
** დეტალებზე ორიენტირებული
** სტრესულ ვითარებაში ეფექტურად მუშაობის უნარი

შეზღუდული დროიდან და ვაკანსიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, შესაძლებელია, "ნიუ ვიჟენ დაზღვევამ" შერჩევის პროცესი დაიწყოს ვაკანსიის მიმდინარეობის პარალელურად. შესაბამისად, კომპანია მიესალმება თქვენ მიერ, რაც შეიძლება მოკლე ვადაში გადმოგზავნილ რეზიუმეს.

სადაზღვევო კომპანიის მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ: ეთანხმებით, რომ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" უფლებამოსილია, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, დასაქმების მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; ანიჭებთ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

** გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;
** 1 (ერთი) წლის განმავლობაში, სადაზღვევო კომპანიაში თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენს შესახებ მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vacancy@nvi.ge და "subject" ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |