www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინტერიერის დიზაინერი
მომწოდებელი: დეკოლაინი
გამოქვეყნდა: 2 აგვისტო / განცხადების ვადა: 1 სექტემბერი

სამშენებლო-სარემონტო კომპანია "დეკოლაინი" ახალგაზრდა, დინამიური და მაღალკვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული ორგანიზაციაა. იგი საქართველოს ბაზარზე 2016 წელს დაფუძნდა.

კომპანიის საქმიანობა არ შემოიფარგლება სამუშაოთა ვიწრო სპექტრით და გთავაზობთ მრავალმხრივ მომსახურებას: არქიტექტურაში, მშენებლობაში, რემონტსა და დიზაინში. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.

კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მენეჯმენტისა და მულტიტასკინგის უნარების ქონა.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://decoline.ge/

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

ინტერიერის დიზაინერის თანამდებობრივ მოვალეობებს წარმოადგენს:

** ობიექტის შიდა და გარე აზომვითი ნახაზების მომზადება;
** სივრცით-გეგმარებითი ნახაზების მომზადება; მოცულობაში აწყობა;
** ესკიზი-კონცეფცია (ბინის გეგმარება, ავეჯის განლაგება), 3დ ვიზუალიზაციის შექმნა; დეკორირება, განათება;
** ფართის დაგეგმარება, ტიხრების განლაგება, ელექტროობის ნახაზების შედგენა, სანიტარულ-ტექნიკური ნახაზების შექმნა, ჭერისა და იატაკის ნახაზების ფორმირება, კედლების განშლის მომზადება, გათბობა-გაგრილების სქემატური ნახაზების ფორმირება, ავეჯის განლაგება და მოდელირება;
** მოსაპირკეთებელი მასალის, ფაქტურების შერჩევა (იატაკის ფილა, კედლის ფილა, პარკეტი, ლამინატი, ავეჯის მასალა და განათება).
** მასალებისა და სტანდარტების სწორად გადანაწილება ინტერიერში.
** საჭიროების შემთხვევაში, ინტერიერის პროექტის ნახაზში ცვლილებების შეტანა/კორექტირება;
** მაღალი ხარისხის ტექნიკური ნახაზებისა და ვიზუალიზაციის მომზადება.
** კომპანიის გუნდთან ერთად რენდერებზე და დიზაინზე მუშაობა;
** ობიექტზე ვიზიტის განხორციელება, სამუშაოების მსვლელობის დათვალიერება და პროგრესის ამსახველი ანგარიშის მომზადება;
** მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
** ხელმძღვანელის მითითებული დავალებების შესრულება/წარდგენა, შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის/რეპორტის წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (არქიტექტურის ან ინტერიერის დიზაინის მიმართულებით)
** არქიტექტორული პროგრამების ცოდნა: ArchiCAD ან Revit, 3D MAX, Lumion.
** სათანადო კომპიუტერული პროგრამების ფლობა- 3dsmax, Adobe Photoshop, Sketchup.
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 3 + წელი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიან სახელფასო რეინჯს.
** მზარდ კომპანიას დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.

სხვა აუცილებელი უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ნახაზების წაკითხვის უნარი;
** არითმეტიკული აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სრული სურათის გაანალიზების და კომპანიის საერთო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედების უნარი.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: CV@decoline.ge და სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

კომპანია დეკოლიანი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |