www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უმცროსი/უფროსი არქიტექტორი
მომწოდებელი: არქ არეა
გამოქვეყნდა: 2 აგვისტო / განცხადების ვადა: 1 სექტემბერი

არქიტექტურული კომპანია "არქ არეა" წარმოადგენს არქიტექტურული პრაქტიკის მქონდე სტუდიას, რომელიც გახლავთ ექსპო 2018"-ის ოფიციალური სპონსორი, ჩვენი სტუდია საქართველოს ბაზარს სთავაზობს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი შენობების პროექტირების სრულ პაკეტს.

პოზიციის დასახელება: უმცროსი/უფროსი არქიტექტორი
მდებარეობა: თბილისი, შ. ნუცუბიძის ქ. # 201
სამუშაო გრაფიკი: სრული/შვებულება და დასვენების დღეები საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს: https://www.facebook.com/Archarea.ge/

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამოქალაქო არქიტექტურული პროექტირება
** ახალი პროექტების მომზადება
** ესკიზური პროექტების მომზადება
** არქიტექტურული ნახაზების მომზადება (მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად)
** სანებართვო დოკუმენტაციის მომზადება
** სამშენებლო ნახაზების მომზადება
** ჯგუფთან ერთად დაგეგმოს ამოცანები და უზრუნველყოს მათი დროულად და ხარისხიანად შესრულება;
** გრაფიკული მასალის მომზადება - რენდერები, ფოტომონტაჟი, ა.შ.
** პროექტების/ბინების დაგეგმარება
** ქალაქის არქიტექტურის სამსახურთან პროექტის შეთანხმება და ყველა საჭირო პროცედურის წარმოება;
** ახალი სამშენებლო რეგულაციების გათვალისწინებით, მასშტაბური პროექტების განხორციელება.
** მიმდინარე პროექტების ცვლილება - კორექტირება
** საპრეზენტაციო/სქემატური მასალების მომზადება სხვადასხვა გრაფიკული CAD პროგრამების გამოყენებით;
** მუშა დოკუმენტაციებთან მუშაობა.
** მიღებული და შესრულებული დავალებების მიმდინარეობის კონტროლი.
** სამშენებლო ობიექტებზე საპროექტო ზედამხედველობა საჭიროების შემთხვევაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, არქიტექტურის განხრით,
** საქართველოში მოქმედი ყველა დადგენილების ცოდნა. სასურველია 41-ე დადგენილება;
** სამუშაო გამოცდილება ყველა კლასის, სხვადასხვა მასშტაბისა და ფუნქციის მქონე პროექტებზე;
** არქიტექტორული პროგრამების ცოდნა: ArchiCAD, AutoCAD, 3D MAX, Lumion.
** სათანადო კომპიუტერული პროგრამების ფლობა- 3dsmax, Adobe Photoshop, Sketchup.
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 5+ წელი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიან სახელფასო რეინჯს + ბონუსები.
** მზრდად კომპანიას დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე: info@archarea.ge. სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

კომპანია "დეკოლაინი" უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |