თუ მოგწონთ გუნდში მუშაობა და ეძებთ მოქნილ სამუშაოს, რომელსაც შეუძლია საცალო ვაჭრობის სფეროში რადიკალური ცვლილებების შემოტანა, მაშინ, ვისაუბროთ!
პოზიციის აღწერა:
დიდი ალბათობით, თქვენ "Wolt"-ს იცნობთ, როგორც ფინურ ტექნოლოგიურ კომპანიას, რომელიც ცნობილია სხვადასხვა პროდუქტის მიწოდების პლატფორმით. ეს მხოლოდ დასაწყისი იყო! ახლა ვიწყებთ საცალო ბიზნესს და სასურსათო პროდუქტების მიწოდების სერვისს ევროპისა და აზიის მასშტაბით, ხოლო "Wolt Market"-ი აღნიშნული გაფართოების ამოსავალი წერტილია.
"Wolt Market" არის ჩვენი სუპერმარკეტი, რომელიც შემოგთავაზებთ კომფორტსა და მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილებას - ახლა უკვე შეგიძლიათ სურსათის შეკვეთა და შეკვეთის მიღება წუთებში!
ჩვენს შეკვეთებზე პასუხისმგებელი თანამშრომლები არიან "Wolt Market"-ის უმნიშვნელოვანესი გუნდის წევრები. თქვენი ძირითადი მოვალეობა იქნება მომხმარებლის შეკვეთაში მითითებული პროდუქტების მაქსიმალურად სწრაფად შეგროვება და კურიერისთვის ან მომხმარებლისთვის გასატანად გამზადება.
თქვენ იმუშავებთ მოქნილი/მცოცავი გრაფიკით, დილას, საღამოს ან ღამე. ჩვენი მაღაზიები ღია იქნება კვირაში 7 დღე. ვეძებთ თანამშრომლებს როგორც სრულ, ასევე ნახევარ განაკვეთზე. თქვენ გახდებით მეგობრული გუნდის წევრი, რომელიც სრულად გარდაქმნის მომხმარებლების საყიდლებზე წასვლის გამოცდილებას. Ჩვენი მიზანია ვაკეთოთ მარტივი საქმე ძალიან კარგად!
პოზიცია: შეკვეთების შემგროვებელი
ძირითადი მოვალეობები
** შეკვეთების კონტროლი ჩვენს Merchant app-ში
** შეკვეთების შეგროვება და მათი გამზადება კურიერებისა თუ მომხმარებლებისთვის
** პროდუქციის მომწოდებლებისგან მიღება, დახლებზე განთავსება და მუდმივი განახლება
** პროდუქციის აღწერა და ვადების კონტროლი
** მაღაზიაში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა
** მაღაზიის სხვა ყოველდღიურ ოპერაციებში მონაწილეობის მიღება.
ჩვენი მოლოდინები:
** ხართ Პროაქტიული და სერვისზე ორიენტირებული
** ხართ Შრომისმოყვარე და მოგწონთ სწრაფად განვითარებად და ცვალებად გარემოში მუშაობა
** ერკვევით ტექნოლოგიებში
** შეგიძლიათ მუშაობა დღის, საღამოს, ღამის ან უქმეების პერიოდში (მცოცავი გრაფიკი, კვირაში არაუმეტეს 40 საათისა, სრული განაკვეთის შემთხვევაში)
** სავაჭრო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ქართული ენის ცოდნა სავალდებულოა, ინგლისურის - სასურველი
** გაქვთ საქართველოში მუშაობის უფლება.
შემდეგი ნაბიჯები:
თუ გინდათ, რომ გახდეთ "Wolt Market"-ის გუნდის წევრი, შეავსეთ და გამოაგზავნეთ სააპლიკაციო ფორმა და დავიწყოთ მოლაპარაკება!
ყოველთვიური ხელზე ასაღები (NET) ანაზღაურება სრულ განაკვეთზე: 750 ლარი.
"Wolt"-ის შესახებ:
"Wolt"-ი არის ტექნოლოგიური კომპანია, რომლის მეშვეობით მარტივად შეგიძლიათ საუკეთესო რესტორნებისა და მაღაზიების აღმოჩენა და სხვადასხვა პროდუქტის სახლსა თუ ოფისში შეკვეთა. კომპანია დაარსდა 7 წლის წინ და თავიდან სკანდინავიურ ქვეყნებში საკვების მიწოდებით დაიწყო ოპერირება, თუმცა სწრაფადვე გაითქვა სახელი როგორც სხვადასხვა პროდუქტის მიწოდების წამყვანი პლატფორმა EMEA-ს რეგიონში.
"Wolt"-ი თანამშრომლობს ათობით ათას რესტორანსა და მაღაზიასთან, ასევე, ასი ათასზე მეტ პარტნიორ კურიერთან 23 ქვეყანასა და 250+ ქალაქში.
2021 წლის ნოემბერში, "Wolt"-მა და "Doordash"-მა გამოაცხადეს რომ ძალებს იერთიანებენ. დღეს, უკვე ოფიციალურად, ჩვენ ერთი დიდი გუნდი ვართ!
"Wolt"-ი მომხმარებლებსა და პარტნიორებს სთავაზობს არა მხოლოდ კარგ აპლიკაციას, არამედ მუდმივად მუშაობს ტექნოლოგიურ განვითარებაზე. ჩვენს აპლიკაციას (iOS და Android) ინდუსტრიაში საუკეთესო შეფასება აქვს. ამას განაპირობებს Wolt-ის მომხმარებელზე ორიენტირებულობა და, შესაბამისად, ახალი პროდუქტების შექმნისა და ოპერაციების მიდგომები.