www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Middle C# დეველოპერი
მომწოდებელი: ტერაბანკი
გამოქვეყნდა: 2 აგვისტო / განცხადების ვადა: 31 აგვისტო

"ტერაბანკი" 22 წელია, რაც ქართულ საბანკო სექტორში მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს და ბიზნესისა და საცალო მომსახურების სეგმენტებს უმაღლესი სტანდარტების საბანკო მომსახურებას სთავაზობს.

შემოგვიერთდი გარემოში, სადაც ხელს შეგიწყობთ, იყო გამბედავი და წინსვლაზე ორიენტირებული, წარმოაჩინო შენი ინდივიდუალიზმი და უნიკალური უნარები, თამამად გამოხატო საკუთარი იდეები და ინიციატივები.

"ტერაბანკი" აცხადებს ვაკანსიას Middle C# დეველოპერის პოზიციაზე.

თუ გსურთ იყოთ ციფრული ტრანსფორმაციის პროექტის გუნდის წევრი, მაშინ ეს როლი თქვენთვისაა.

ძირითადი მოვალეობები:

** უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით კომპლექსური პროგრამების შექმნა, განვითარება და მხარდაჭერა
** საკუთარი და სხვა პროექტების ტექნიკური მხარდაჭერა
** კოდში ხარვეზების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრა
** დეველოპმენტ სტანდარტების გამოყენებით ხარისხიანი კოდის წერა
** ბიზნეს ამოცანების ანალიზი და ტექნიკური იმპლემენტაციის გეგმის შემუშავება
** Bottlenecks-ების იდენტიფიცირება და მათი გამოსწორება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაში
** სავალდებულოა C#-ის საფუძვლიანი ცოდნა, დესკტოპ და მსხვილ ვებ აპლიკაციებთან მუშაობის გამოცდილება
** ASP.NET, ASP.NET Core ტექნოლოგიების საფუძვლიანი ცოდნა
** OOP და design patterns-ების ცოდნა
** MS SQL მონაცემთა ბაზასთან მუშაობის გამოცდილება (T-SQL)
** Agile მეთოდოლოგიით მუშაობის გამოცდილება
** უპირატესობად ჩაითვლება საბანკო გამოცდილება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 31 აგვისტოს 18:00 სთ-მდე მისამართზე: vacancy@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |