www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: თიბისი ფეი
გამოქვეყნდა: 5 აგვისტო / განცხადების ვადა: 4 სექტემბერი

"თიბისი ფეი" ეძებს ლოჯისტიკის მენეჯერს.

სამუშაო ადგილი: ოფისი, დიდი დიღომი

სამუშაო მოვალეობები:

** საწყობში შემოსული ნაწილების აღრიცხვა კომპანიაში მოქმედი პროცედურის მიხედვით. ნაწილების დალაგება ოპტიმალურად
** რეგიონალური საწყობებისთვის მოთხოვნილი ნაწილების გაგზავნა/ რეგიონიდან ნაწილების მიღება და აღრიცხვა კომპანიაში მოქმედი პროცედურის მიხედვითსაწყობების ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება ან ხელმძღვანელის დავალებით ინვენტარიზაციის წარმოება დამოუკიდებლად
** ლოჯისტიკის განყოფილების შემადგენლობაში შემავალი სტრუქტურული ერთეულებს შორის და ტექნიკურ სამსახურთან კოორდინაცია.
** მენეჯმენტის პერიოდული რეპორტინგი საწყობებში არსებული მარაგების მოძრაობის და ნაშთების შესახებ;

საკვალიფიკაციო და სხვა მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** რომელიმე ERP პროგრამის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) და Excel პროგრამის ცოდნა
** სასურველია ტერმინალის აგებულების, შემადგენლობის და მისი მუშაობის პრინციპების ცოდნა;

უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრეზენტაციის და მოლაპარაკების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებულობა;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
** ანაზღაურება: 1300 ნეტ ლარი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმე გადმოგზავნოთ ელ-ფოსტაზე vacancy@Tbcpay.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ლოჯისტიკის მენეჯერი"
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.

შპს "თიბისი ფეი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი: 032 2 17 18 19; ელ ფოსტა: info@tbcpay.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |