www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კურიერების ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: მადარტ დელივერი
გამოქვეყნდა: 5 აგვისტო / განცხადების ვადა: 4 სექტემბერი

კომპანია "მადარტ დელივერი" სამუშაოდ გიწვევთ კურიერების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე!

სამუშაო ადგილი: თბილისი, პეკინი.

სამუშაო გრაფიკი: სრული - კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: 1500-2000₾

მოვალეობები:

** ფილიალის კურიერების ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაოს მუდმივი მონიტორინგი;
** ფილიალის კურიერების დისციპლინის მუდმივი კონტროლი;
** დღის განმავლობაში დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორება (მაგ: მოპედის დაზიანება; ტერმინალის დაზიანება და სხვ.);
** მიტანის სერვისით დაფიქსირებული შეკვეთების სწორი და დროული ადმინისტრირება;
** კურიერების მიერ, დღის დახურვისა და სხვა საჭირო აქტების სრულყოფილად შევსების უზრუნველყოფა და კონტროლი;
** კურიერებისათვის შეკვეთების სწორი განაწილება.

ძირითადი მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ვერბალური კომუნიკაციის ეფექტურად წარმართვის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალების მიმართ ორიენტირებული.

მსურველებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@mdelivery.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |