www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: AutoCAD, CATIA ან/და Revit სპეციალისტი
მომწოდებელი: ფაბრიკონი
გამოქვეყნდა: 31 აგვისტო / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

მოწინავე ქართული კომპანია "ფაბრიკონი" მეტალის ფაბრიკაციის სფეროში უკვე 5 წელიწადია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ და საექსპორტო ბაზრებზე, კომპანია ორიენტირებულია საწარმოს და პროდუქციის მუდმივ განვითარებაზე, საწარმო აღჭურვილია მეტალის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მენეჯერების და სპეციალისტების გუნდით რომლებიც წარმატებით ართმევენ თავს კომპანიის წინაშე დასმულ ამოცანებს. "ფაბრიკონი" პიონერია კონვეირული სტილით მეტალის კარების წარმოებაში და ასევე ამ წლების განმავლობაში რიგი ახალი პროდუქტები შეიქმნა მისა საწარმოო ბაზაზე სხვადასხვა ინდუსტრიული მიმართულებებისთვის, ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კოოპერაციით. "ფაბრიკონის" გუნდი და საწარმოო შესაძლებლობები იძლევა საშუალებას დავხვეწოთ და შევქმნათ ახალი ლითონის ფაბრიკაციის პროდუქტები რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიების მიმართულებით ახალ შესაძლებლობებს და არსებული სამუშაო პროცესების გაეფექტურებას უწყობს ხელს.

"ფაბრიკონი" თავის გუნდში ეძებს კანდიდატს AutoCAD, CATIA ან/და Revit სპეციალისტის თანამდებობაზე.

შესასრულებელი სამუშაო:

** საწარმოებლად განკუთვნილი ნაკეთობების ელ. ნახაზების შექმნა;
** საწარმოებლად განკუთვნილი ნაკეთობების 3 განზომილებიანი ესკიზების შექმნა;
** ახალი პროდუქტების დიზაინის და კონცეფციის შემუშავების პროცესში აქტიური მონაწილეობა;
** ინდივიდუალური ნაკეთობების კონსტრუქციული ნახაზების შემუშავება და საწარმოო ბარათების შედგენა;
** მიღებული სტანდარტული შეკვეთების დამუშავება და სხვადასხვა საწარმოო უბნებზე დავალებების მომზადება;
** შემუშავებული ნახაზების და ესკიზების ვიზუალიზირება;
** მიღებული/დამუშავებული შეკვეთების კალკულაციების შედგენა;
** CNC დანადგარებისთვის სამუშაო ფაილების მომზადება.

სამუშაო უნარ ჩვევები:

** ბაკალავრის ხარისხი (ინჟინერია);
** ArchiCAD, AutoCAD, Photoshop, Qcad, Revit, CATIA პროგრამებიდან რომელიმეს სრულყოფილი ცოდნა;
** გამოცდილება მექანიკური სისტემების ხაზვაში;
** საწარმოო ინვენტარის ცნობა ჩაითვლება პრიორიტეტად.

პიროვნული თვისებები:

** შრომის მოყვარე
** პუნქტუალური
** დისციპლინირებული
** სწრაფი
** კეთილსინდისიერი
** ხელმარჯვე

ჩვენს რას გთავაზობთ:

** მეგობრულ გუნდი
** კონკურენტული ანაზღაურება
** განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო

ადმინისტრაციული დეტალები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი. 09:00-18:00 (შესვენება 13:00-14:00)
** მდებარეობა: ქ. თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის ქუჩა N8

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@fabricon.ge ან დაგვირეკეთ მობ. 591 035 551 ან ფიქს. 032 24 24 099



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |