www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მშენებლობის ხარისხის მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: თბილისი ენერჯი
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

შპს "თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას ახალი მშენებლობების ხარისხის მართვისა და კონტროლის სამსახურის მშენებლობის ხარისხის მართვის სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო რეჟიმი: 09:00-18:00სთ;
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. 18ა;
** ანაზღაურება: შეთანხმებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული ტექნიკური განათლება;
** ბუნებრივი გაზის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
** სასურველია რუსული/ინგლისური ენის ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** სამსახურში შემოსულ წერილებსა და დავალებებზე დროული და ჯეროვანი რეაგირება;
** სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ტექნიკური და სხვა დოკუმენტაციის დადგენილი წესის შესაბამისად წარმოება და აღრიცხვა;
** სამსახურში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული მონაცემების ელექტრონული ბაზების წარმოება;
** გაზმომარაგების ქსელების (ახალი მშენებლობების, რეაბილიტაციების, რეკონსტრუქციების, საინვესტიციო პროექტების) მშენებლობისა და განვითარების ტექნიკური ზედამხედველობა ქვეყანაში მოქმედი სამშენებლო წესებისა და რეგულაციების მიხედვით, ასევე გაზმეურნეობაში მოქმედი ტექნიკური ნორმების და რეგლამენტების სრული დაცვით უზრუნველყოფა;
** სამშენებლო ნორმებსა და წესებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით ქ.თბილისის სამოქმედო არეალში გაზმომარაგების ობიექტების ტექნიკური, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და მზადყოფნის დამადასტურებელი ტექნიკური დოკუმენტაციისა და ტექნიკური პირობების შემოწმება;
** ახალაშენებული და ახალგაზიფიცირებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება;
** შესრულებულ სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებზე ხარვეზის დადგენა;
** დახარვეზებული დოკუმენტაციის ხარვეზის შესახებ ინფორმაციის გაგზავნა შემსრულებლისთვის.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

კომპიუტერული უნარ-ჩვევები:

** Microsoft Word;
** Microsoft Excel;
** Mail.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** მეგობრულ გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: რეზიუმე ქართულ ენაზე (CV);

დასაქმების მსურველთა შერჩევის დროს, კომპანია გაითვალისწინებს COVID-პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს, როგორც კანდიდატის, ასევე კომპანიის თანამშრომელთა და აბონენტთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დოკუმენტაცია გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: vacancies@te.geდა ელფოსტის "subject" ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 30 სექტემბერი.

კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალური ქსელში - https://www.facebook.com/EnergyTbilisi/ ან ჩვენი ვებგვერდით - https://www.te.ge

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |