www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლოჯისტიკის თანამშრომელი
მომწოდებელი: ვესტ ინვესტი
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

კომპანია "ვესტ ინვესტი" დაარსდა 2006 წელს და წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთ-ერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს 100 - მდე დასახელების უმაღლესი ხარისხის ხორცპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებს, ზღვის პროდუქტებსა და ზეთს, რომლებიც იწარმოება საუკეთესო ქარხნების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

სადისტრიბუციო კომპანია "ვესტ ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის თანამშრომლის პოზიციაზე, ქ. ბათუმში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა - B, C კატეგორია;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობიდან გამოტანილი პროდუქციის მიღება-ჩაბარება;
** საწყობთან პროდუქციის რაოდენობის დაზუსტება;
** სატრანსპორტო საშუალებაში პროდუქციის დაზიანების გარეშე ჩატვირთვა/გადმოტვირთვის უზრუნველყოფა;
** სატრანსპორტო საშუალებაში პროდუქციის სწორად განლაგება;
** წინასწარ განსაზღვრული ობიექტებისთვის პროდუქციის დროული მიწოდება;
** ობიექტში შესატანი პროდუქციის ვიზუალური კონტროლი, უდეფექტო პროდუქციის მიწოდების მიზნით;
** ობიექტზე პასუხისმგებელი პირისთვის (მენეჯერისთვის) პროდუქციის ჩაბარება, ზედნადების საფუძველზე;

საჭირო უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი.
** სამუშაო განაკვეთი: სრული

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: giorgi.darcmelidze@wi.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ლოჯისტიკის თანამშრომელი (ბათუმი)", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |