www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტექნიკოსი
მომწოდებელი: კაფე-რესტორანი სტრადა
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / განცხადების ვადა: 1 ოქტომბერი

რესტორანი "სტრადა" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 1 დასვენების დღე.

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტზე არსებული მაცივრებისა და დანადგარების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
** ობიექტზე არსებული დანადგარების, გაყვანილობებისა და სისტემების გეგმური შემოწმება და კონტროლი;
** სამეურნეო საკითხები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით);
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** კრიზისული სიტუაციის მართვის უნარი;
** საქმის გადანაწილების და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დროის მართვის უნარი.

ანაზღაურება:

** 2000 ლარი (NET)
** 200 ლარი (საწვავის თანხა)

დაინტერესების შემთხვევაში CV უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე vacancy@stradacafe.ge და სათაურის ველში აუცილებელია მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |