www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სასერტიფიკატო პროგრამა ონლაინ ინგლისურის სწავლებაში
მომწოდებელი: ბრიტანეთის სამყარო
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

სასიამოვნო სიახლე ბრიტანეთიდან! 40% ფასდაკლება

ახლა უკვე ჩვენთან ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაეუფლოს ახალ პროფესიას ან აიმაღლოს კვალიფიკაცია და გახდეს საერთაშორისოდ სერტიფიცირებული მასწავლებელი. TESOL - Teaching English to Speakers of Other Languages მსოფლიოში უმაღლესი დონის სასწავლებლის - Westminster College London-იდან.

გახდით პროფესიონალი პედაგოგი, რაც მოგეხმარებათ დაძლიოთ და გადალახოთ ყველა სირთულე, რაც სწავლებას ეხება. კურსის წარმატებით გავლის შემდეგ ავტომატურად მოგენიჭებათ TESOL სერტიფიცირებული პედაგოგის სტატუსი, რომელიც უვადოა და არის საერთაშორისო.

იხილეთ კურსის დეტალები შემდეგ ბმულზე: https://westminstercollege.uk/product/150-hour-online-tesol-course/

40% ფასდაკლება: 842 ლარის ნაცვლად 510 ლარი - TESOL - 150 საათი (Online)

კურსი მიმდინარეობს ონლაინ პედაგოგის გარეშე (თვითშემსწავლელი).

რეგისტრაციისათვის მოგვწერეთ: www.facebook.com/britishworldtbilisi

ხშირად დასმული კითხვები:

რატომ TESOL?

გახდი საერთაშორისო დონის ინგლისურის მასწავლებელი! გამოიმუშავე საუკეთესო, თანამედროვე და მარტივი სწავლების პროფესიული ჩვევები, რაც აუცილებელია ეფექტურად სწავლებისათვის.

TESOL სერტიფიცირება გაგიორმაგებთ შანსს, მიიღოთ უკეთესი სამუშაო საზღვარგარეთ, ვიდრე სერტიფიკატის გარეშე, რაც პირდაპირ აისახება თქვენს ხელფასზე. გახდებით უფრო მეტად თავდაჯერებული და მოტივირებული.

რა არის TESOL?

TESOL - Teaching English to Speakers of Other Languages არის განკუთვნილი მათთვის ვისაც აქვს სურვილი ასწავლოს ინგლისური როგორც უცხო ენა მათ, ვისთვისაც ინგლისური არ არის მშობლიური ენა.

როგორ ხდება სწავლება?

სწავლება მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში პედაგოგის გარეშე. ვინაიდან "ბრიტანეთის სამყარო" ოფიციალური წარმომადგენელია Westminster College London-ის, ჩვენთან შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია და მიიღოთ დამატებითი ფასდაკლება. რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ აქტივაციის კოდს და გექნებათ წვდომა საიტზე, სადაც მიიღებთ მასალას და შეძლებთ თქვენით მუშაობას. თუ გექნებათ გარკვეული კითხვები, შესაძლებელი იქნება მიწეროთ ტექნიკურ განყოფილებას და შეძლებისდაგვარად, გაგიწევენ კონსულტაციას.

რა პერიოდია საჭირო იმისათვის, რომ კურსი სრულყოფილად გავიარო და ასევე სერტიფიკატი ავიღო?

ზოგადად, დაახლოებით 3 თვე, თუმცა თუ მეტ დროს დაუთმობთ, 1 თვეშიც შესაძლებელია.

აუცილებელია, ვიყო პედაგოგი ან მქონდეს პედაგოგიური გამოცდილება, TESOL სერტიფიცირება რომ გავიარო?

რა თქმა უნდა, არა. არ არის აუცილებელი იყოთ პედაგოგი ან გქონდეთ სწავლების გამოცდილება. ეს სასერტიფიკატო პროგრამა გათვლილია ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც აქვს სურვილი, გახდეს მსოფლიო სტანდარტის ინგლისური ენის პედაგოგი და შეძლოს დარეგისტრირება ათასობით TESOL სწავლების სამუშაო პოზიციებზე, რომელიც მოგცემთ საშუალებას, შეიქმნათ ახალი კარიერა, ასწავლოთ და იმოგზაუროთ მსოფლიოს მასშტაბით.

რომელი TESOL კურსის გავლას მირჩევთ?

ვინაიდან TESOL რამდენიმე ტიპის კურსი გააჩნია და მინიმალური ზოგადი მოთხოვნა არის 120 საათი, ჩვენ გირჩევთ ყველაზე პოპულარულს და მოთხოვნადს 150 საათიან პროგრამას.

შესაძლოა, სახლიდან გავიარო კურსი და ჩემზე მორგებულ საათებში?

რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ კურსი გაიაროთ დისტანციურად და იმ დროს, როდესაც თქვენ გაწყობთ.

იმ შემთხვევაში, თუ ავიღებ TEFL სერტიფიკატს, მივიღებ თქვენგან საზღვარგარეთ სამუშაოს მოძებნაში დახმარებას?

დიახ, ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ ყველანაირად საუკეთესო სამუშაო შეთავაზების მიღებაში საზღვარგარეთ.

რაიმე წიგნების ან მასალის შეძენა ხომ არ დამჭირდება?

რა თქმა უნდა, არა, ყველანაირი მასალა არის ონლაინ.

გასდის თუ არა ვადა სერტიფიკატს?

სერტიფიკატი არის უვადო.

გარდა კურსის გადასახადისა, ვიხდი რაიმე დამატებით თქვენი სერვისის თანხას?

ვინაიდან ჩვენ ოფიციალური წარმომადგენლები ვართ TESOL სერტიფიცირების, არავითარი დამატებითი თანხა არ გექნებათ გადასახადი. მხოლოდ გადაიხდით იმ თანხას, რაც ოფიციალურ ვებგვერდზეა მითითებული. პ.ს. თუ დაბეჭდილი სერტიფიკატის სურვილი გაგიჩნდებათ, მოგიწევთ საფოსტო ღირებულების გადახდა, რაც ბრიტანეთიდან საქართველომდე დაჯდება.

რა არის TESOL სასერტიფიკატო პროგრამის საფასური?

პროგრამის საფასური: 40% ფასდაკლება: 832 ლარის ნაცვლად 510 ლარი - 150 საათი (Online)

როგორ დავრეგისტრირდე?

რეგისტრაციისათვის უნდა მოგვწეროთ თქვენი მეილის მისამართი და ასევე თქვენი მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი), სადაც ჩვენ შევძლებთ ინვოისის გამოგზავნას. როგორც კი თანხას ჩარიცხავთ, სამი სამუშაო დღის განმავლობაში თქვენ მიიღებთ ბრიტანეთიდან თქვენი პროგრამის კოდს, რის მიხედვითაც გააკეთებთ აქტივაციას.

TEFL 150 HOURS სასერტიფიკატო პროგრამა მოიცავს:

** Teachers and Learners
** Teaching Methodology
** Teaching Vocabulary
** Teaching Grammar
** Teaching Reading & Listening
** Teaching Writing & Speaking
** Teaching Pronunciation
** Teaching Large Classes
** Using Technology in the Classroom
** Classroom Management
** Corrective Feedback
** Lesson Planning
** Assessment
** Teaching Young Learners
** Practicum

Practicum is an essential component to a teacher`s training process, as it provides valuable insight and experience prior to obtaining independent teaching positions. WCL requires that all students accumulate a minimum of 20 hours for TEFL/TESOL certification. These hours can be achieved through observation, tutoring, student teaching or a combination of 2 or 3 of these in an ESL/EFL setting in which non-native speakers are learning new English language skills.

** Assessment

Our three learning blocks enable us to mark you fairly, using your reflective diaries (10% of your final grade), your online tasks (50% of your grade), and your teaching practice (40% of your grade). So regardless of your learning style you will be able to obtain a high score through hard work

რეგისტრაციისათვის დაგვიკავშირდით: www.facebook.com/britishworldtbilisi



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |