www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ანალიტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: MS ჯგუფი
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

კომპანია "MS GROUP" სამზარეულოს ჭურჭლისა და ტექნიკის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია წარმატებით თანამშრომლობს როგორც კორპორაციულ კლიენტებთან, ასევე Horeca-ს ინდუსტრიასთან. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი ხარისხის პროდუქციით უზრუნველვყოთ.

კომპანია "MS GROUP" ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ და ახალი გამოწვევების მოყვარული ადამიანს ანალიტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ვარკეთილი, კალოუბნის კვარტალი #7
სამუშაო საათები: 09:00-18:00 საათი; შაბათ-კვირას დასვენება
ანაზღაურება: ფიქსირებული

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის საწყობში არსებული პროდუქციის მარაგების სრული ციკლის დაგეგმვა და მასთან დაკავშირებული პროცესების კონტროლი;
** საწყობში არსებული პროდუქციის მარაგების მართვა, ანალიზი და ოპტიმიზაცია;
** წინასწარ დადგენილი პერიოდულობით, მარაგების შევსებისა და ხარჯვის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და რეპორტის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის;
** კომპანიის მიერ მიღებული არაგეგმური შეკვეთების, მარაგების გახარჯვისა და ნაშთების მონაცემების მონიტორინგი და ანალიზი;
** ხელმძღვანელთან ერთად ეფექტური საოპერაციო სტრატეგიების შემუშავება;
** გაყიდვების და საწყობის დეპარტამენტთან კოორდინირებული მუშაობა;
** გაყიდვების რეპორტების წარმოება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (მარაგების დაგეგმვის ან/და ანალიტიკის მიმართულებით)
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
** APEX -ის მაღალ დონეზე ცოდნა.
** Retail - ში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია რომელიმე უცხო ენის ფლობა

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა.
** დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@ms-group.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი კანდიდატურა.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |