www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაზე
მომწოდებელი: საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
თანდართული ფაილი: 00291_GBA_Tender_ERP_7944162.rar
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 27 ოქტომბერი

"ადვოკატთა ასოციაციის" მისიაა, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ხარისხიანი და სანდო მართლმსაჯულების სისტემის დამკვიდრებას, პროფესიული დამოუკიდებლობისა და მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფის გზით. ამ მისიის რეალიზაციის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ინსტრუმენტს წარმოადგენს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების კომპეტენციისა და სანდოობის მაღალი ხარისხით ორგანიზება, რაც მნიშვნელოვნად უკავშირდება შესაბამისი საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირებას.

"ადვოკატთა ასოციაცია" აცხადებს ტენდერს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების საინფორმაციო სისტემის შექმნის, დანერგვისა და შემდგომი მომსახურების სერვისზე პროფესიული საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე.

შესასრულებელი სამუშაო:

** შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს პროექტის იმპლემენტაციის მეთოდოლოგია;
** შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს დეტალური პროგრამული სპეციფიკაციის დამუშავება საპროექტო ტექნიკური დავალების შესაბამისად, დამკვეთთან და პროექტის კონსულტანტთან შეთანხმებით;
** შემსრულებელმა დეტალური სპეციფიკაციის საფუძველზე უნდა უზრუნველყოს საინფორმაციო სისტემის შექმნა, ტესტირება და სამუშაო რეჟიმში გაშვება;
** შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს სისტემის გაშვების შემდგომი მხარდაჭერა საგარანტიო და პოსტსაგარანტიო რეჟიმში.
ტენდერის ორგანიზაცია:

ტენდერი ტარდება განაცხადების ელექტრონული წარმოდგენის ფორმით ასოციაციის სპეციალურ ელ-ფოსტის მისამართზე tenders@gba.ge.

სატენდერო განაცხადს თან ერთვის ტენდერის შეფასების მეთოდოლოგია და სატენდერო პაკეტის შემდეგი ნაწილები:

ნაწილი A - ხელშეკრულება: ზოგადი რეგულაციები
ნაწილი B - პროექტის ეტაპების და ანაზღაურების გრაფიკი
ნაწილი D - პროექტის განხორციელების მეთოდოლოგია (მინიმალური სტრუქტურა)
ნაწილი X - შეთანხმება კონფიდენციალურობის დაცვაზე
ნაწილი Y - განაცხადის საკონტროლო ფურცელი

მნიშვნელოვანი (!): სისტემის სპეციფიკური დანიშნულებიდან გამომდინარე, სატენდერო პაკეტის ნაწილი C - "საპროექტო ტექნიკური დავალება" და თანდართული ცხრილები დაინტერესებულ მხარეს დამატებით მიეწოდება მხოლოდ კონფიდენციალურობის დაცვაზე შეთანხმების (ნაწილი X) ხელმოწერის და ასოციაციაში მატერიალური სახით წარმოდგენის შემდეგ.

სატენდერო პროცედურაზე პასუხისმგებელი პირი:

სალომე ტყეშელაშვილი
საკონტაქტო ელ-ფოსტა: s.tkeshelashvili@gba.ge.

ტენდერის ეტაპები:

1. სატენდერო განაცხადის გამოქვეყნება:

თარიღი: 05/09/22
გამოქვეყნების მედია: https://www.gba.ge, https://www.jobs.ge.

2. პრეტენდენტის მიერ "კონფიდენციალობის დაცვაზე" შეთანხმების ხელმოწერა (ნაწილი X) და "საპროექტო ტექნიკური დავალების" (ნაწილი C) გატანა:

ბოლო ვადა: 09/09/22 17:00სთ-მდე
მისამართი: თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N11, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
"კონფიდენციალობის დაცვაზე" შეთანხმების ხელმოწერა უნდა შესრულდეს მხოლოდ ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის მიერ.

3. ღია კარის დღე (ტექნიკური კითხვების განხილვა)

თარიღი: 13/09/22 11:00სთ
ონლაინ შეხვედრა: შეხვედრის ბმული დაეგზავნება პრეტენდენტებს, რომლებსაც გაფორმებული ექნებათ "კონფიდენციალობის დაცვაზე" შეთანხმება.

4. სატენდერო განაცხადების წარდგენა:

ბოლო ვადა: 26/09/22 18:00-მდე
იხ. ქვემოთ პარაგრაფი "სატენდერო პაკეტის შემადგენლობა. მისი შევსების და წარმოდგენის წესი".

5. ფინანსური პაკეტის პაროლის წარდგენა:

ფინანსური პაკეტის პაროლი უნდა გამოიგზავნოს 2022 წლის მხოლოდ 27 სექტემბერს, 14:00 საათამდე.
იხ. ქვემოთ პარაგრაფი "სატენდერო პაკეტის შემადგენლობა. მისი შევსების და წარმოდგენის წესი".

6. სატენდერო განაცხადების განხილვა და გამარჯვებულის გამოვლენა:

ბოლო ვადა: 30/09/22 18:00სთ-მდე.

განცხადების სრული ტექსტი და დანართები იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |