www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეგ. პრისელერი
მომწოდებელი: MS ჯგუფი
გამოქვეყნდა: 5 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

კომპანია "MS GROUP" სამზარეულოს ჭურჭლისა და ტექნიკის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით. კომპანია წარმატებით თანამშრომლობს როგორც კორპორაციულ კლიენტებთან, ასევე Horeca-ს ინდუსტრიასთან. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი ხარისხის პროდუქციით უზრუნველვყოთ.

კომპანია "MS GROUP" ეძებს თანამშრომელს რეგიონული პრისელერის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე 09:00-18:00 სთ
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
** სამუშაო ადგილი: სამეგრელო, იმერეთი, გურია, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი.
** ვაკანტური პოზიციის რაოდენობაა - 1 თითოეულ რეგიონში

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ვიზიტი ობიექტებთან განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით და შეკვეთების აღება ელექტრონულად;
** არსებულ და პოტენციურ ობიექტებთან ურთიერთობების დამყარება/შენარჩუნება;
** ახალი ობიექტების მოძიება;
** პროდუქციის მახასიათებლების პრეზენტაცია და შეთავაზება,
** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება, გადახდის პირობების ჩათვლით;
** ობიექტების მონაცემთა ბაზებზე მუშაობა, მუდმივი განახლება და კონტროლი.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოლაპარაკებების წარმოება;
** დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** ახალი ობიექტების ათვისების უნარი;
** ფინანსურ დოკუმენტებთან მუშაობის უნარი;
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა (B კატეგორია);
** საკუთარი ავტომობილი;
** სამუშაო გამოცდილება;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@ms-group.ge.
წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი კანდიდატურა.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |