www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ტექნოსერვისი
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

სერვის ცენტრი "ტექნოსერვისი" წარმოადგენს საყოფაცხოვრებო, აუდიო-ვიდეო და სხვა ელექტრონული ტექნიკის მწარმოებელი მრავალი ბრენდის ავტორიზებული სერვის ცენტრს, საქართველოში. კომპანია დაარსების დღიდან (2004 წ) უზრუნველყოფს სხვა და სხვა ბრენდების გაყიდვების შემდგომ მომსახურებას, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მონტაჟს, დიაგნოსტიკას, შეკეთებას და ა.შ.

სამუშაოს დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: 600 (ლარი)

მოვალეობები:

** ოფისში შემოსული კლიენტების მიღება და კონსულტირება;
** მიღებული ნივთის შეფასება და სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამაში აღრიცხვა;
** შეკვეთების გაფორმება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და კლიენტთა კონსულტირება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ფლობა (Word, Excel, Outlook);
** სასურველია რუსული ენის ცოდნა, ინგლისური ენის ცოდნა;
** სასურველია მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;
** ასაკი: 22-30 წელი.

უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კლიენტების მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარებისა და ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება, შეცდომების გამოსწორება);
** შესრულების სისწრაფე და ყურადღება დეტალების მიმართ.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით მითითებულ ელ.ფოსტაზე o.mamasakhlisi@technoservice.ge. გთხოვთ, ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ იქნება განხილული. შეკითხვის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ 577223080



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |