www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უმცროსი PHP დეველოპერი
მომწოდებელი: Self.ge
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

კომპანია "Self.ge" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი PHP დეველოპერის პოზიციაზე.

"Self.ge" პირველი ქართული, სრულად ციფრული HRMS web აპლიკაციაა, რომელიც კომპანიებს აძლევს საშუალებას, გააციფრულონ HR პროცესები და შეამცირონ ამ ადმინისტრაციულ პროცესებზე დახარჯული დრო და რესურსი.

სტარტაპი 1 წელზე მეტია რაც ბაზარზე არსებობს. დღეს Self.ge-ის პლატფორმით 200-ზე მეტი ქართული თუ საერთაშორისო კომპანიის 38 000-მდე დასაქმებულის პორტფელი იმართება და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/3rMazsW

ვეძებთ განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელსაც:

** უყვარს სიახლეები და არ უშინდება გამოწვევებს
** უყვარს საკუთარი საქმე
** აქვს დროის ეფექტურად მართვის უნარი
** არის პასუხისმგებლობიანი

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული სისტემის განვითარებაზე ზრუნვა;
** ახალ და საინტერესო ფუნქციონალებზე მუშაობა - ახალი ტექნიკური დავალებების დამუშავება, დაგეგმვა და შესრულება;
** სისტემის საჭიროებების ანალიზში ჩართულობა;
** მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარე სისტემაში კორექტირებების შეტანა.

ძირითადი მოთხოვნები:

** PHP, Javascript პროგრამირების ენების ცოდნა;
** HTML-სა და CSS-ის ცოდნა;
** MySQL მონაცემთა ბ 3აზების ცოდნა;
** Object Oriented Programming-ის პრინციპების ცოდნა;
** ტექნიკური ინგლისური ენის ცოდნა;
** კოდის ვერსიის კონტროლთან GIT-თან მუშაობის პრინციპების ცოდნა;
** სასურველია MVC ფრეიმვორკთან მუშაობის გამოცდილება.

განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი; 10:00 - 19:00სთ)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: career@self.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |