www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტრის დამხმარე
მომწოდებელი: პარკ თრეიდინგი
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

საქართველოს ბაზარზე არსებული სადისტრიბუციო კომპანია შ.პ.ს. "პარკ თრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის დამხმარის პოზიციაზე.

კომპანია აწარმოებს ალკოჰოლურ სასმელებს, წყალსა და სადეზინფექციო საშუალებებს. პროდუქციის გაყიდვა ხდება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. კომპანია პროდუქციის რეალიზაციას ახორციელებს როგორც საკუთარი საცალო ქსელის, ასევე საბითუმო გაყიდვის გზით.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 09:30 სთ-დან 18:00 სთ-მდე;

მოვალეობები:

** შესყიდვების/რეალიზაციების პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი და მისი პროგრამული ასახვა კანონმდებლობის შესაბამისად;
** ელექტრონული ზედნადებების და ანგარიშ-ფაქტურების მართვა;
** კომპანიის მიერ მიღებული ფულადი ნაკადების ყოველდღიური აღრიცხვა;
** საგადასახადო დეკლარაციების შევსებაში მონაწილეობის მიღება;
** ყოველთვიური რეპორტების მომზადება;
** დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი, შედარების აქტების გაფორმება;
** საბანკო ოპერაციების წარმოება/პროგრამაში ასახვა;
** ერთჯერადი ღონისძიებების განხორციელება და დამატებითი ფუნქციების შეთავსება მიღებული დავალებების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბუღალტერიის/ფინანსების მიმართულებით;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა სრულყოფილად;
** საგადასახადო კოდექსის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** სავალდებულოა ბუღალტრული პროგრამების ცოდნა FMG და ORISI.
** მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე

პიროვნული უნარ-თვისებები:

** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** მათემატიკური უნარები;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობა მოვალეობის დროულ და ხარისხიან შესრულებაზე.

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: tamarugulava123@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |