www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: კაფეთა ქსელი პიატო
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

კომპანია "ბიბლუსის" კაფეთა ქსელი "პიატო" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სოციალური მედიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება;
** კომპანიის სოციალური არხების (facebook, instagram, youtube და სხვ.) განვითარება და მართვა;
** კომპანიაში არსებული ბრენდების პოპულარიზაციაზე ზრუნვა;
** ეფექტური ინტერაქციული ონლაინ კავშირის უზრუნველყოფა;
** სოციალურ ქსელში მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** მომხმარებლის მხრიდან დაფიქსირებულ პრობლემებზე რეაგირება;
** მიმდინარე და მოსალოდნელი სიახლეების შესახებ ინფორმაციის განთავსება;
** სოციალური გვერდების სარეკლამო აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება, განხორციელება და შედეგების გაზომვა.
** Youtobe channel-ის მართვა და შესაბამისი კონტენტის მომზადება;

ვაკანსიის სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება; (სასურველია მარკეტინგის მიმართულებით)
** სოციალური მედიის მენეჯერის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, Powerpoint, Facebook Ads Manager, Google Ads, Google Analytics)

პიროვნული მახასიათებლები:

** კრეატიული;
** ორგანიზებული;
** პუნქტუალური;
** კომუნიკაბელური;
** პასუხისმგებლობის მქონე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30;
ადგილმდებარეობა: თბილისი, იოსებიძის 49;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@piatto.ge და subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (სოციალური მედიის მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |