www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მზარეულის ასისტენტი
მომწოდებელი: რესტორანი ვოი სამზარეულო
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

რესტორანი "ვოი სამზარაულო" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ყაზბეგის გამზირი;
** სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით;
** ანაზღაურება დამოკიდებულია სასურველ გრაფიკზე და აღწევს 1500 ლარს თვეში (ნეტ)+ე.წ. თიფსები დამატებით.

ჩვენ გთავაზობთ მოსახერხებელ ლოკაციას თბილისში, ყაზბეგის გამზირზე სასიამოვნო სამუშაო გარემოსა და პროფესიონალი შეფისგან სწავლის საშუალებას.

ძირითადი მოვალეობები:

** შეფმზარეულის დავალებების შესრულება;
** მენიუს შემადგენლობებისა და მომზადების წესების სრულყოფილად ცოდნა;
** პროდუქტის მაღალი ხარისხით, არსებული რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით დროულად მომზადება;
** ნედლეულისა და მზა პროდუქტების სტანდარტების მიხედვით შენახვა და დასაწყობება;
** მაცივრებისა და სხვა დანადგარების სისუფთავის უზრუნველყოფა
** კომპანიაში არსებული მომსახურების, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოებისა სტანდარტების სრული დაცვა;
** მზარეულის დამხმარედ ან მზარეულად მუშაობის გამოცდილება ან/და შესაბამისი განათლება.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ფიზიკური გამძლეობა;
** მენტალური გამძლეობა;
** ენერგიულობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელფოსტის მისამართზე voicuisine@gmail.com. სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნისას, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |