www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: იმპორტისა და ექსპორტის მენეჯერი
მომწოდებელი: ქალაქური
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

"ქალაქური" წარმოადგენს ქართულ კომპანიას, რომელიც უკვე 14 წელია, წარმატებით მოღვაწეობს ბაზარზე.

მისი ძირითადი საქმიანობაა როგორც ქართული, ასევე იმპორტირებული ხილის, ნუშის, ფისტას, მზესუმზირას, სხვადასხვა სახეობის ჩირების, მურაბების, საბაკალეო პროდუქტების წარმოება, დისტრიბუცია.

"ქალაქური" აცხადებს ვაკანსიას იმპორტისა და ექსპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ავშნის 88 (თემქა-მუხიანის კვეთა);
** განაკვეთი: სრული;
** სამუშაო საათები: 9:00-18:00 სთ;
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; შაბათს 9:00-15:00 (შეთანხმებით).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საექსპორტო ბაზრებზე გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, ბრენდის განვითარებისა და გაყიდვების სტიმულირებისათვის სხვადასხვა აქტივობების განხორციელება და ახალი ბაზრების ათვისება;
** გაყიდული პროდუქციის მყიდველამდე მიწოდების სრული ტექნიკურ-ლოჯისტიკური და დოკუმენტური მხარდაჭერა;
** მომავალი წლის გაყიდვების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, ტენდენციების განსაზღვრა და პროგნოზების გაკეთება;
** ახალი პროდუქტის უცხო ბაზრიდან მოძიების მუდმივი პროცესი;
** უცხოელ მომწოდებლებთან დაკავშირება და მოლაპარაკების წარმოება;
** პირობების შეთანხმება და მოწოდების ვადებისა და გრაფიკის შეთანხმება;
** საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიღება და კომპანიის და მისი პროდუქციის წარდგენა;
** დადგენილი პერიოდულობით და ფორმატით, უშუალო ხელმძღვანელისთვის, საქმიანობის ანგარიშების წარდგენა;
** ახალი კონკურსების იდენტიფიცირება და ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით პროდუქციის წარდგენა;
** პოტენციური და არსებული კლიენტების დროული ინფორმირება კომპანიის სიახლეების, ახალი პროდუქტის და მიმდინარე მიღწევების შესახებ;
** შესაბამის ასოციაციებთან და ორგანიზაციებთან მუდმივი ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის დიპლომი;
** მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება მარკეტინგის, იმპორტისა და ექსპორტის მიმართულებით;
** აუცილებელია ინგლისური, რუსული, თურქული ენების კარგად ცოდნა (ვერბალური და წერითი კომუნიკაცია);

სხვა დამატებითი მოთხოვნები:

** გაყიდვების და მარკეტინგული სტრატეგიების ცოდნა;
** კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები;
** ბიუჯეტირების, საერთაშორისო ვაჭრობის და საგადასახადო კუთხით ზოგადი ცოდნა;
** პროცესების მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დატვირთულ და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ორგანიზებულობა.

შესაბამისი კვალიფიკაციის დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე შემდეგ ელ.ფოსტაზე: qalaqurivc@gmail.com.

"ქალაქური" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |