www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ვებაპი
გამოქვეყნდა: 7 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

"ვებაპი" ახალგაზრდა, სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც ქმნის როგორც პროგრამულ უზრუნველყოფებს და ახდენს მათ რეალიზაციას მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე ქმნის დამკვეთი კომპანიებისთვის ინდივიდუალურ IT პროექტებს.

მოუთმენლად ველოდებით გუნდში ახალი წევრების შემოერთებას, ამ ეტაპზე ვაცხადებთ ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მარკეტინგული აქტივობების გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნებისა და სტრატეგიების ჩამოყალიბება, კომპანიის მენეჯმენტთან ერთად;
** მარკეტინგული საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა და განვითარება;
** მარკეტინგული და გაყიდვების საპრომოციო აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება და მონიტორინგი;
** მარკეტინგის გუნდის თანამშრომლების საქმიანობის რაციონალური გადანაწილება და მხარდაჭერა;
** უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგი.

მოთხოვნები:

** განათლება მარკეტინგის, მარკეტინგული კომუნიკაციების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** აუცილებელია მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** მარკეტინგული სტრატეგიის მართვის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** გამართულად მეტყველებისა და აზრის გადაცემის კარგი უნარი;
** განვითარებასა და შედეგებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბოხუას #4, მიონის ბიზნეს ცენტრი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@webapp.ge და Subject-ში მიუთითეთ "მარკეტინგის მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |