www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რესტორნის მენეჯერი
მომწოდებელი: დანკინ`
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 11 ოქტომბერი

ძვირფასო აპლიკანტო,

დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით და გსურთ, გახდეთ "ვისოლ ჯგუფის" წევრი. "ვისოლ ჯგუფი" საქართველოში ამერიკული რესტორნების ქსელის - "დანკინ"-ის განვითარებას აგრძელებს და თქვენ საშუალება გეძლევათ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი!

ვაკანსია ცხადდება პოზიციაზე - რესტორნის მენეჯერი - ახალციხე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა;
** სამუშაო პროცესების მართვა - მომსახურე პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი პროდუქციის ხარისხის, ეფექტური მომსახურებისა და სისუფთავის სტანდარტების დაცვის უზრუნველსაყოფად;
** მარაგებისა და ვადების კონტროლი;
** სალაროსა და ფულადი ოპერაციების მართვა და კონტროლი;
** რესტორნის ტექნიკური გამართულობის კონტროლი;
** მომარაგების პროცესების კონტროლი;
** შიდა აღწერების უზრუნველყოფა, ყოველთვიური ინვენტარიზაციის პროცესის კოორდინირება;
** თანამშრომელთა დატრენინგება დანერგილი პრაქტიკის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია სარესტორნო სფეროში);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდურობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სწრაფ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** კომპანიასთან ერთად მუდმივი განვითარებისა და ზრდის სურვილი.

პირობები:

** გთავაზობთ კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** სტაბილურ ანაზღაურებას;
** დამატებით საბონუსე ანაზღაურებას;
** თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვან ფასდაკლებას კვებაზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მონაწილეობას სასწავლო სატრენინგო პროექტებში;

ვაკანსიის ტექსტის სანახავად მიყევით ბმულს: http://wendys-dunkin.jobs/vacancy/vacancy_list

დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 06 45 45 ან გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: career@dd.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 11 ოქტომბერი 2022 წ.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |