www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის მენეჯერის დამხმარე
მომწოდებელი: დაფნა
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

კომპანია "დაფნა" საქართველოს მასშტაბით ახორციელებს პროდუქტის იმპორტსა და დისტრიბუციას, მათ შორის ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიცაა: Vitam, Final, Teksun, Mariam, Azercay. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია საქართველოში აწარმოებს ჰიგიენის საშუალებებს (ბრენდი "Sun"), ეწევა პროდუქციის დაფასოებას და ამავდროულად ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს მათთვის საყვარელი ბრენდის, "ჩვენი სუფრის" ნაწარმს.

საქართველოში "დაფნას" კუთვნილებაშია რამდენიმე სარეალიზაციო ობიექტი, რომელთა მეშვეობითაც მთელი ქვეყნის მასშტაბით (თბილისი, ხაშური, თელავი, ქუთაისი, ბათუმი) ახდენს პროდუქციის დისტრიბუციას. კომპანიაში დასაქმებულია 200-ზე მეტი ადამიანი.

ვაკანსიის დასახელება: საწყობის მენეჯერის დამხმარე
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 13.10.2022
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში პროდუქტის შენახვისათვის სათანადო პირობების დაცულობის მონიტორინგი და დარღვევების შემთხვევებზე რეაგირების მოქმედებების დაგეგმვა/განხორციელება;
** საწყობის ფართის ოპტიმალური დაგეგმვა და ფართში პროდუქტების ეფექტურად გადანაწილების უზრუნველყოფა;
** საწყობში პროდუქტის შენახვისათვის სათანადო პირობების დაცულობის მონიტორინგი და დარღვევების შემთხვევებზე რეაგირების მოქმედებების დაგეგმვა/განხორციელება;
** საწყობში პროდუქტების მდგომარეობისა და ვადების პერიოდული მონიტორინგი, დაზიანებული პროდუქტის აღრიცხვა და შესაბამისი პირების ინფორმირება;
** მოკლევადიანი პროდუქციის დროული გამოვლენა და შესაბამისი პირების ინფორმირება შემდგომი რეაგირების მიზნით;
** გარკვეული პერიოდულობით (მათ შორის, ყოველდღიურადაც) საწყობის დეტალური აღწერა და რეპორტინგი;
** საწყობში არსებულ ნაშთებში დანაკლისების დროული გამოვლენა, მიზეზების დადგენა და რეაგირების გზების დასახვა/განხორციელება;
** საწყობში პროდუქტის მიღებისა და გასვლის სტანდარტების შემუშავება, პერიოდული გადახედვა და დაცვა;
** საწყობში პროდუქტების ახალი მარაგების დადგენილი სტანდარტებით მიღება, მათი მდგომარეობის შემოწმება და დასაწყობება;
** მიღებული და აღრიცხული პროდუქციის რაოდენობის შედარება ცენტრალურ საწყობთან (ან ოფისთან)
** მიღებული შეკვეთების მიხედვით საწყობიდან გასატანი პროდუქტის მომზადება და გასვლის პროცესის დადგენილი სტანდარტების მიხედვით ორგანიზება; (პროდუქციის შიდა საწყობიდან გამოტანა დერეფანში/ბაქანზე და სადისტრიბუციო მანქანებზე დატვირთვა)
** საწყობში არსებული პროდუქტების მარაგების ზუსტი აღრიცხვა და ასახვის უზრუნველყოფა პროგრამაში;
** უკან დაბრუნებული პროდუქციის მიღება/დასაწყობება/უტილიზაციისთვის მომზადება - დათვლა, ვადებისა და მთლიანობის შემოწმება
** საწყობში ჰიგიენის და ზოგადი სისუფთავის წესების დაცვის უზრუნველყოფა
** საწყობის ტერიტორიაზე უცხო პირთა შესვლის მკაცრი კონტროლი;

თანამდებობისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია უმაღლესი განათლება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@dapna.com.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |