www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადამიანური რესურსების მენეჯერი
მომწოდებელი: Kreston Georgia
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 14 ოქტომბერი

საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების ქსელის "Kreston Global"-ის (http://www.kreston.com) წევრი კომპანია საქართველოში, "Kreston Georgia" (http://www.kreston.ge) აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მენეჯერის პოზიციაზე.

** სამუშაო ადგილი:თბილისი, ქავთარაძის 1 შესახვევი, #10, სართული 3, ოფისი 4;
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი 9:00 დან 18:00 საათამდე;
** ბენეფიტები: უფასო სატელეფონო დრო, ჯანმრთელობის დაზღვევა.

ჩვენ შესახებ:

"Kreston Global" წარმოადგენს საერთაშორისო საბუღალტრო-აუდიტორული კომპანიების ქსელს, რომელიც მსოფლიო მასშტაბით წარმოდგენილია 110-ზე მეტ ქვეყანაში, 160 წევრი ფირმით, 750-ზე მეტი ოფისით და 23500-ზე მეტ პროფესიონალით. ჩვენ, როგორც ამ ქსელის წევრ კომპანიას, გვჯერა, რომ ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს მიმდინარე და სამომავლო საჭიროებების დაკმაყოფილებასა და გრძელვადიანი წარმატების მიღწევაში, რასაც ჩვენი მაღალი პროფესიონალიზმის მქონე თანამშრომლების მეშვეობით ვახორციელებთ. ყველაფერში რასაც ვაკეთებთ მაღალი პროფესიული სტანდარტით ვხელმძღვანელობთ და გვჯერა, რომ სწორედ ამით მოვიპოვებთ, ყველაზე მთავარს - ჩვენი დამკვეთების და პარტნიორების ნდობას. შესაბამისად, ჩვენი თანამშრომელი ჩვენთვის ყველაზე მთავარია და ვცდილობთ:

** პატივი ვცეთ თითოეულ მათგანს, როგორც ინდივიდებს, პროფესიონალებსა და ჩვენი გუნდის წევრებს;
** შევქმნათ ნდობა და ლოიალურობა თანამშრომლებს, პარტნიორებსა და დამკვეთებს შორის;
** შევქმნათ დინამიკური, უშუალო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს შემოქმედებით აზროვნებას, ინოვაციურ იდეებს და გუნდის გამოწვევებს წარმატების მისაღწევად;
** შევქმნათ ჰარმონიული ბალანსი სამუშაოსა და ოჯახურ ცხოვრებას შორის.

თუ თვლით, რომ შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ და ჩვენთან ერთად შექმნათ შედეგზე და მაღალ ხარისხზე ორიენტირებული კორპორაციული გარემო, სადაც ადამიანი მთავარი ფასეულობაა, ასევე თუ ხართ:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნების მქონე;
** შრომისმოყვარე;
** ინიციატივიანი;

ამასთან, თქვენი ინიციატივები გამყარებულია დროში გაზომვადი ინდიკატორებით და შესაბამისი არგუმენტებით შეგიძლიათ:

** იმუშაოთ გუნდში;
** სხვების მოტივირება;
** გაიზიაროთ და მიიღო სხვისი/განსხვავებული აზრი;
** აღიაროთ და მიიღო საკუთარი, როგორც გამარჯვება, ასევე მარცხი და შეცდომები;
** ადვილად იგებთ რას ითხოვენ თქვენგან და აგებინებთ სხვებს თქვენს აზრს;

გაქვთ:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესის სპეციალობები);
** ადამიანური რესურსების მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია აუდიტის სფეროში);
** გაქვთ შთამბეჭდავი მიღწევები თანამშრომელთა შერჩევის მიმართულებით;
** გიმუშავიათ კომპანიაში შეფასების სისტემის შემუშავება-დანერგვაზე;
** კარგად იცნობთ საქართველოს მოქმედ შრომით კანონმდებლობას;
** გიმუშავიათ ადამიანური რესურსების საინფორმაციო სისტემაში (HRIS);
** კარგად იცით ინგლისური და MS Office

და თვლით, რომ ქვემოთ მოცემული მოვალეობების შესრულება შეგიძლიათ:

** კომპანიაში არსებული ვაკანტური პოზიციების დროული იდენტიფიცირება;
** რეკრუტირების სტრატეგიისა და არხების შერჩევა-შემუშავება;
** ვაკანსიის განცხადების მომზადება და განთავსება;
** თანამშრომელთა შერჩევის სრული ციკლის მართვა;
** შემოსული აპლიკაციების გადარჩევა;
** გასაუბრებების და ტესტირების ორგანიზება;
** უკუკავშირის უზრუნველყოფა ნებისმიერი აპლიკანტისათვის;
** შერჩეული კანდიდატებისათვის შეთავაზების დოკუმენტის მომზადება;
** აპლიკანტების სარეზერვო ბაზის შექმნა;
** ადამიანური რესურსების ადმინისტრირების სრული ციკლის მართვა;
** ადამიანური რესურსების საინფორმაციო სისტემის (HRIS) ადმინისტრირება და მართვა;
** ახალი თანამშრომლის სოციალიზაცია-ადაპტაციის პროცესის უზრუნველყოფა;
** კომპანიის კორპორაციული კულტურის დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
** ადამიანური რესურსების მართვის პროცესის ანალიზი;
** კომპანიის საჭიროებებზე მორგებული ადამიანური რესურსების პროცესების შემუშავება, ადაპტაცია და დანერგვა;
** კომპანიის მენეჯმენტთან მჭიდროდ მუშაობა, ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიისა და მიზნების ჩამოყალიბება-დანერგვა-განვითარების მიზნით;
** ადამიანური რესურსების მართვის ყველა პროცესის როგორც მენეჯმენტთან, ასევე თითოეულ თანამშრომელთან შეთანხმება-ადაპტაცია. უზრუნველყოფა იმისა რომ აღნიშნული მართვის პროცესები თითოეული ზემოაღნიშნული პირისთვის გასაგები და მისაღებია;
** სამუშაო აღწერილობების მომზადება თითოეული პოზიციისთვის;
** თანამშრომელთა შეფასების სისტემის შემუშავება-დანერგვა;
** თანამშრომელთა სამოტივაციო სისტემის შემუშავება-ადაპტირება-დანერგვა;
** თანამშრომელთა კარიერული განვითარების სისტემის შემუშავება-დანერგვა.

მაშინ, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელფოსტის მისამართზე: vacancy@kreston.ge. გამოვეხმაურებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც დამსაქმებლის აზრით სრულად აკმაყოფილებენ დამსაქმებლის მოთხოვნებს. შერჩევა მოხდება 2 ეტაპიანი გასაუბრების საფუძველზე. გთხოვთ საგნის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "ადამიანური რესურსების მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |