www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის ოპერატორი
მომწოდებელი: ლასარე
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 14 ოქტომბერი

კომპანია "Lasare", რომელიც წარმოადგენს საავიაციო სატვირთო ტერმინალისა და საბაჟო საწყობის კომპლექსურ ერთობლიობას, აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ცვლაში მუშაობა ყოველ მესამე დღეს
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია

ფუნქცია-მოვალეობები:

** გასაგზავნად განსაზღვრული ტვირთის მიღება დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** მიღებული ტვირთის დასაწყობება ტვირთის სპეციფიკის გათვალისწინებით;
** საწყობის აღწერა;
** ტვირთის მიღებისას შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა;
** პალეტების სწორი განლაგების უზრუნველყოფა და თავისუფალი პალეტების დასაწყობება;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება;
** კომპანიის შინაგანაწესის დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების ცოდნა, როგორც წერით ისე ვერბალურ ნაწილში
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე

უნარები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალების მიმართ.
** დისციპლინირებულობა

კომპანია დაინტერესებულ პირებს სთავაზობს:

** სტაბილურ, განვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს
** დამატებით ბენეფიტებს
** კონკურენტულ ანაზღაურებას

ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@lasare.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "Lasare"-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით მ, შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "Lasare" -მ შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ კომპანიამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@lasare.ge; გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "Lasare"-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |