www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: წარმოების თანამშრომელი
მომწოდებელი: ლიდერ-ფუდი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

კომპანია "ლიდერფუდი" 2009 წლიდან ოპერირებს და ხორცპროდუქტებით ამარაგებს საქართველოს მთელ ტერიტორიას. 2017 წლის შემოდგომიდან წარმოება განაგრძო ახალ მასშტაბურ საწარმოში, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს პროექტ "აწარმოე საქართველოს" თანაინვესტირებით განხორციელდა. საწარმოს სრული ფართი შეადგენს 1 ჰექტარს და მდებარეობს მცხეთაში. საწარმოს მისი მასშტაბებიდან და წარმოების შესაძლებლობებიდან გამომდინარე საქართველოში ანალოგი არ ჰყავს.

შპს "ლიდერი-ფუდი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** დასაქმების ადგილი: ქ. მცხეთა;
** სამუშაო განაკვეთი: სამ დღეში ერთხელ;
** ანაზღაურება: 800 ლარიდან - პოზიციის შესაბამისად.

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები მოიცავს წარმოების თანამშრომლის საქმიანობას:

** პროდუქციის ასორტიმენტის, წარმოებაში შემოსული დამხმარე მასალების და პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** სამუშაო სივრცის სტანდარტული ინსტრუქციის თანახმად მოწყობა;
** კომპანიის კორპორაციული ატრიბუტიკის/აქსესუარის სრულყოფილად ტარება და გაფრთხილება;

ჩვენ გთავაზობთ:

** ტრანსპორტირებას;
** სამჯერად კვებას;
** გრძელვადიან თანამშრომლობას;
** წინსვლის შესაძლებლობას.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, 2022 წლის 13 ოქტომბრამდე გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@liderfood.ge, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

შპს "ლიდერი-ფუდი" გისურვებთ წარმატებებს!

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე დამუშავებულ და შენახულ იქნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |