www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დისტრიბუტორი
მომწოდებელი: ლიდერ-ფუდი
გამოქვეყნდა: 14 სექტემბერი / განცხადების ვადა: 13 ოქტომბერი

კომპანია "ლიდერფუდი" 2009 წლიდან ოპერირებს და ხორცპროდუქტებით ამარაგებს საქართველოს მთელ ტერიტორიას.

2017 წლის შემოდგომიდან წარმოება განაგრძო ახალ მასშტაბურ საწარმოში, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს პროექტ "აწარმოე საქართველოს" თანაინვესტირებით განხორციელდა. საწარმოს სრული ფართი შეადგენს 1 ჰექტარს და მდებარეობს მცხეთაში. საწარმოს მისი მასშტაბებიდან და წარმოების შესაძლებლობებიდან გამომდინარე საქართველოში ანალოგი არ ჰყავს.

შპს "ლიდერი-ფუდი" სამუშაოდ იწვევს ენერგიულ და მიზანდასახულ ახალგაზრდებს დისტრიბუტორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** დასაქმების ადგილი: ქ. მცხეთა;
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები მოიცავს დისტრიბუტორის საქმიანობას:

** კომპანიაში წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტის სრულყოფილი ცოდნა;
** მაღაზიათა ქსელის მომარაგება შეკვეთების შესაბამისად;
** ბაზარზე კომპანიის პოლიტიკის შესაბამისი იმიჯის დამკვიდრება;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, 2022 წლის 13 ოქტომბრამდე გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@liderfood.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

დამატებითი ინფორმაციის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ნომერზე: 591 461 111.

შპს "ლიდერი-ფუდი" გისურვებთ წარმატებებს!

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე დამუშავებულ და შენახულ იქნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |