www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რისკების ანალიზის მენეჯერი
მომწოდებელი: ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 2 ოქტომბერი

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" საქართველოს სადაზღვევო სფეროს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც უკვე 18 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე როგორც საცალო, ასევე, კორპორაციული დაზღვევის მიმართულებით. "ირაო" ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც 100%-ით ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრია. დღეისათვის ჩვენი გუნდი აერთიანებს 300 თანამშრომელს თბილისისა და რეგიონების ოფისებში.

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" აცხადებს ვაკანსიას:

თანამდებობა: რისკების ანალიზის მენეჯერი
ადგილმდებარეობა: თბილისი 0160, ბოჭორიშვილის ქ. 88/15

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** მონაცემთა ბაზებისთვის ინფორმაციის შეგროვება და სტატისტიკური ანალიზი;
** სადაზღვევო პროდუქტების მიხედვით პერიოდული ანგარიშგებების მომზადება;
** რისკების ყოველწლიური ანგარიშგებების მომზადება;

ძირითადი პროფესიული/საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკის, მათემატიკის, სტატისტიკის ან ფინანსების მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** MS Acces-ისა და VBA-ს ცოდნა (სასურველია);
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შესრულების სიზუსტე და აკურატულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი;

თუ მზად ხართ ახალი გამოწვევისათვის და "ირაო" ის ადგილია, სადაც გსურთ, განაგრძოთ პროფესიული განვითარება, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: vacancy@irao.ge ან დარეგისტრირდით ჩვენს საიტზე https://irao.ge/ka/career და გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |