www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გარე გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ავეჯის შოურუმი ლეთა
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

"ლეთა საქართველო" აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია Leta, რბილი ავეჯის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც უკვე 33 წელია აწარმოებს ავეჯს რესტორნების, კაფეების, ოფისების, სასტუმროებისა და სხვადასხვა პროექტებისთვის. საქართველოში 1 წლის წინ გაიხსნა და ამჟამად 1 შოურუმით არის წარმოდგენილი თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კორპორაციული კლიენტების ბაზის მართვა, მათთან ინტენსიური კომუნიკაცია და შეხვედრების ორგანიზება სიახლეების გაცნობის მიზნით;
** ბაზრის კვლევა და გაყიდვების ახალი არხების მოძიება თბილისის და მისი შემოგარენის მასშტაბით, ობიექტების ძებნა, ადგილზე პროდუქციის შეთავაზება;
** პოტენციურ კლიენტთან მოლაპარაკების წარმოება, კლიენტის საჭიროების ანალიზი, შეხვედრების დაგეგმვა და მასზე მორგებული შეთავაზების გაკეთება;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

გარე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსები, საშუალოდ 1300 ლარი.
გრაფიკი: თავისუფალი

ლოკაცია: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #68

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@leta.ge და ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების მენეჯერი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |