www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ჰორეკა
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

შპს "ჰორეკა" აცხადებს ვაკანსიას თბილისში გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე მაღაზია-შოურუმში.

კომპანია "ჰორეკა" 2008 წლიდან აქტიურად ახორციელებს ევროპული ბრენდების (Tork, Tana, Columbus, Spring Air) ჰიგიენური საშუალებების იმპორტსა და დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით და თანამშრომლობს კორპორაციულ კლიენტებთან.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა პროდუქციის ასორტიმენტისა და მახასიათებლების შესახებ;
** პროდუქციის რეალიზაცია;
** მაღაზია-შოურუმის ნაშთის კონტროლი.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სასურველია);
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სასურველია).

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური;
** შრომისმოყვარე და აქტიური;
** პრობლემათა დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
** ამბიციური;
** პრინციპული.

ანაზღაურება: 650 ლარი
სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი, 11:00-19:00სთ;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@horeca.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |