www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: Dressup Group
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

"დრესაპ ჯგუფი" 28 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi`s, Tommy Jeans, Lacoste, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas, CK და სხვა.

კომპანია წარმოდგენილია 50-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, ბათუმსა და რუსთავში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

"დრესაპ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე კომპანიის სათავო ოფისში:

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

გახდი "დრესაპ ჯგუფის" მარკეტინგის გუნდის წევრი, რაც ნიშნავს განვითარების მრავალმხრივ შესაძლებლობას, საერთაშორისო ბრენდებთან ურთიერთობას, მუდმივი ზრდის პერსპექტივას და შემოქმედებით სამუშაო გარემოს.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** იდეების წახალისებას/მხარდაჭერას;
** მრავალფეროვან სამოტივაციო სისტემას;
** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** "ფიტპასის" მომსახურებას;
** კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე.

ფუნქციები და მოვალეობები:

** კომპანიის მასშტაბით ციფრული მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება;
** ციფრულ სივრცეში მიმდინარე სიახლეების მონიტორინგი და კომპანიის ციფრულ არხებზე დანერგვა;
** ციფრულ მედია არხებზე შესაბამისი პოსტების განთავსება, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და შესაბამისი სარეკლამო კამპანიების გააქტიურება;
** ციფრულ სივრცეში დასახული ყოველთვიური KPI-ების შესრულება;
** საერთაშორისო წარმომადგენლებთან ციფრული მასალებისა და გეგმების ჭრილში კომუნიკაცია;
** გუნდის მხარდაჭერა მიმდინარე მარკეტინგული პროექტების განხორციელებაში;
** მიმდინარე პროცესებისა და კამპანიების მუდმივი მონიტორინგი, ანალიტიკა და რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ციფრული მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** Facebook Ads Manager-ისა და Meta Business Suite-ის საფუძვლიანი ცოდნა;
** Google Ads-ისა და Analytics -ის ცოდნა;
** სასურველია განათლება ბიზნეს ადმინისტრირების/მარკეტინგის მიმართულებით;
** ინგლისური ენის B2-C1 დონეზე ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და საქმის დაგეგმვის/კოორდინირების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** მოქნილობა და ოპერატიულობა.

კანდიდატთა შერჩევა

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: career@dressup.ge 2022 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "ციფრული მარკეტინგის მენეჯერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |