www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი:
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

"m²" უკვე 15 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.

გადადი ბმულზე და გაიგე მეტი კომპანია "m²"-ზე.

ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით "m²"-ის გუნდს!

კომპანია "m²" აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ** BOQ-ის ანალიზი და ხარვეზების არსებობის შემთხვევაში შესაბამისი დასკვნის მომზადება;
ხარჯთაღრიცხვების წინასწარ მომზადებულ სტანდარტულ ფასებთან შესაბამისობის ანალიზი, ხოლო არასტანდარტული ფასების შედარება საბაზრო ფასებთან;
** მშენებლობის პროცესში თითოეული ობიექტის მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო ხარჯების შედარება საბიუჯეტო ხარჯებთან;
** ტექნიკური ზედამხედველობისა და ხარისხის კონტროლის სამსახურის მიერ დადასტურებული მიღება-ჩაბარების აქტების ფინანსური რევიზია;
** საპროექტო მოცულობების რევიზია;
** საპროექტო დოკუმენტაციის ანალიზი (სამშენებლო ნახაზების სრულყოფილად წაკითხვა);
** ხარჯთაღრიცხვის შედგენა საბაზრო ღირებულებით;
** სნიპებით და ნორმებით ხელმძღვანელობა;
** სამშენებლო ნახაზების/პროექტის მიხედვით, მოცულობათა უწყისისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადება.

საკვალიფიკაციო ცოდნა და უნარები:

** ბაკალავრის ხარისხი სამშენებლო/არქიტექტურის მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ArchiCAD, AutoCAD პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა;
** დროის მართვის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** მოქნილობა ცვლილებების მიმართ.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ "m²"-ის გუნდს, გთხოვთ 15 ოქტომბრამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@m2.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ხარჯთაღმრიცხველი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |