www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეგისტრატორი
მომწოდებელი: ახალი მზერა
გამოქვეყნდა: 15 სექტემბერი / განცხადების ვადა: 15 ოქტომბერი

თვალის კლინიკა "ახალი მზერა" აცხადებს რეგისტრატორის ვაკანსიას თბილისში.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ხელფასი: 800 ლარი დარიცხვით (გამოსაცდელი ვადა 3 თვე)- შემდეგ 1000 ლარი!

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** ამბულატორიული ბარათის გახსნა და ინფორმაციის შევსება;
** პაციენტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის არქონის შემთხვევაში, ინფორმაციის მოძიება/გადამოწმება და შესაბამისად მიწოდება;
** მომსახურების დროს შეფერხების არსებობის შემთხვევაში პაციენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
პრობლემური სიტუაციების მართვა;
** დღის ბოლოს პროგრამაში ყველა განხორციელებული რეგისტრაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედარება;
** სხვა ფუნქცია-მოვალეობები უშუალო უფროსისა და კლინიკის მენეჯერის დავალების შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო მიმართულებით);
** უპირატესობა მიენიჭება მსგავს პოზიციაზე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ ერთი წლისა;
** MS Office საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** სწრაფი რეაგირების უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ოპერატიულობა და მობილიზებულობა;
** სტრესულ სიტუაციებში კონცენტრირებულად და ეფექტიანად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმეები (CV) გამოაგზავნეთ შემდეგ საფოსტო მისამართზე modernoptics@hotmail.com ა/წ 25 ოქტომბრამდე. სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |