www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ელექტრო ინჟინერი
მომწოდებელი: ვი დი სი
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / განცხადების ვადა: 20 ოქტომბერი

"ვიდისი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრო ინჟინრის თანამდებობაზე.

კომპანია "ვიდისი" არის ენერგეტიკული მიმართულების სისტემ ინტეგრატორი. კომპანიის გუნდი დაკომპლექტებულია ახალგაზრდა, მოტივირებული ადამიანებით, რომელთა ძირითადი მიზანია ევროპული საინჟინრო და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვა საქართველოში. კომპანია "ვიდისი" არის სწრაფად მზარდი, შედეგზე ორიენტირებული ადამიანების მიერ შექმნილი ბიზნესი, რომელიც მოწინავე პოზიციას იკავებს საკუთარ სეგმენტში და ავითარებს ენერგეტიკულ ბაზარს საქართველოში. ჩვენს ანგარიშზეა ქვეყანაში შესრულებული არაერთი მსხვილი ენერგეტიკული პროექტი, "ვიდისის" კმაყოფილ კლიენტთა სიაშია უმსხვილესი სახელმწიფო თუ კერძო შემსყიდველები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და პოზიტიურ გარემოს;
** პროფესიულ განვითარებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

ფუნქციები:

** ელ.გადამცემი საჰაერო და საკაბელო ხაზების მშენებლობა. (10/6/0.4კვ)
** შესრულებულ სამუშაოებზე ანგარიშების წარმოება.
** ელექტრული გაზომვების ჩატარება.

მოთხოვნები:

** პროფესიული განათლება ან უმაღლესი განათლება ენერგეტიკის მიმართულებაში; (სასურველია)
** ენერგეტიკულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ენერგეტიკული სტანდარტების, უსაფრთხოების ნორმების ცოდნა;
** ენერგეტიკული თანრიგი (სასურველია მინიმუმ III თანრიგოსანი)
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა (MS Word, MS Excel, MS Outlook, MS Power Point);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა - B1 დონე.

უნარები:

** პუნქტუალურობა;
** მოტივირებულობა და განვითარებაზე ორიენტირება;
** შედეგზე ორიენტაცია;
** სწრაფად ათვისებისა და ინიციატივების გამოხატვის უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტაცია;
** დროის მართვის უნარი.

სამუშაო განაკვეთი: 10:00-19:00
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@vdc.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება "ელექტრო ინჟინერი".

გაცნობებთ, რომ ჩვენ ვახორციელებთ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ შესაძლოა დამუშავდეს სხვა ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, მოგვმართოთ.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |