www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ავტომექანიკოსი
მომწოდებელი: გლობალ ასისტანს საქართველო
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

კომპანია "გლობალ ასისტანს" საქართველო აცხადებს ვაკანსიას ავტომექანიკოსის პოზიციაზე.

კომპანია "გლობალ ასისტანს საქართველო" მომხმარებლებს ავტომობილის მოვლა-შენახვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სერვისის ორგანიზებას სთავაზობს. კომპანია სრულიად განსხვავებულ, თანამედროვე და ნდობაზე დაფუძნებულ სტანდარტებს ქმნის ავტომომსახურების სფეროში. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით და გთავაზობთ გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს კარიერულ ზრდასა და განვითარებაზე.

პასუხისმგებლობები:

** დაზიანებული ავტომობილისთვის სავალი ნაწილების შეკეთება;
** დაზიანებული ავტომობილისთვის სხვადასხვა მარტივი ხელობების უზრუნველყოფა;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:

** ავტომობილების შეკეთების მიმართულებით გამოცდილება;
** ელდიაგნოსტიკის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

უნარ-ჩვევები: ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gag.ge. გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line" - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ავტო მექანიკოსი). წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2022 წლის 7 ოქტომბერი. შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინფორმატში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |