www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რისკების დირექტორი
მომწოდებელი: საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / განცხადების ვადა: 30 სექტემბერი

სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" (სსე) აცხადებს კონკურსს ვაკანსიაზე:

პოზიციის დასახელება: რისკების დირექტორი

სამუშაოს აღწერა:

** რისკების მართვისა და შიდა კონტროლის დეპარტამენტის (შემდგომში -დეპარტამენტი) წლიური საოპერაციო გეგმის შედგენა და დასამტკიცებლად წარდგენა გენერალური დირექტორისთვის.
** ბიუჯეტის გეგმის შედგენა დეპარტამენტისათვის.
** რისკების მართვის შიდა დოკუმენტაციის შექმნისა და განახლების პროცესის ზედამხედველობა.
** რისკების ყოველდღიური გამოვლენისა და შეფასებისთვის საჭირო სისტემებისა და პროცესების დანერგვის მონიტორინგი.
** რისკების მართვის პოლიტიკის შესაბამისად, რისკების მართვის სისტემების და პროცესების ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
** დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ინდივიდუალური KPI-ების შესრულების მონიტორინგი.
** დეპარტამენტის თანამშრომლების სამოტივაციო გეგმის შედგენა.
** სსე-ს საოპერაციო ეფექტურობის, ფინანსური სტაბილურობის საზიანო პოტენციური საფრთხეების აღიარება და მათი მიტიგაციის ზომების შეთავაზება უმაღლესი რანგის ხელმძღვანელობისათვის.
** ბიუჯეტის/ახალი პროექტების/ახალი პროცესების/ინვესტიციების ფორმალიზების პროცესში მონაწილეობა, რათა განსაზღვროს, შეაფასოს და წამოაყენოს რისკის მიტიგაციის ღონისძიებები.
** მთავარი რისკების შესახებ პროცესზე რისკზე პასუხისმგებელი პირების ინფორმირება და რისკთან დაკავშირებული გეგმების შედგენა და სტრუქტურული ერთეულებისთვის/ხელმძღვანელობისთვის მეთოდოლოგიური მხარდაჭერის აღმოჩენა ფაქტობრივი ზომების შემუშავებაში.
** რისკის მიტიგაციის პროცესის სტატუსის მონიტორინგი.
** რეალიზებული და გამოვლენილი რისკებისა და კონტროლის მექანიზმების პერიოდული ანგარიშის შედგენა და წარდგენა დირექტორთა საბჭოსა და სამეთვალყურეო საბჭოსთვის, რათა ისინი გაერკვნენ ყველაზე მნიშვნელოვან რისკებში.
** დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სამუშაოს ანგარიშის გენერირება და წარდგენა გენერალური დირექტორისთვის.
** ბიზნესის უწყვეტობის გეგმის ტესტირების შედეგების წარდგენა გენერალური დირექტორისთვის.
** რისკის მართვის ცნობადობის ამაღლების ტრენინგების ჩატარება თანამშრომლებში ინფორმაციის გავრცელების და კომუნიკაციის წახალისების მიზნით, რათა იცოდნენ, ვის დაუკავშირდნენ რისკის რეალიზების სცენარის შემთხვევაში.
** რისკების დირექტორმა უნდა წარმოადგინოს სხვადასხვა ზომა სსე-ში რისკის კულტურის დონის ასამაღლებლად.

კვალიფიკაცია, გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება - მაგისტრის ხარისხი ფინანსებში, ბიზნესის ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში, რისკის მართვაში ან მონათესავე სფეროში.
** ანალოგიურ თანამდებობაზე (რისკის მენეჯერი, შიდა კონტროლის სპეციალისტი, შიდა აუდიტორი, შესაბამისობის მენეჯერი) მუშაობის მინიმუმ ხუთწლიანი გამოცდილება.
** დოკუმენტირების, კომუნიკაციის, პრეზენტაციის და მართვის ბრწყინვალე უნარები.
** ინგლისური ენის ცოდნა საშუალოზე უკეთ.
** კომპიუტერთან მუშაობის უნარები (MS Word, MS Excel, MS Outlook, MS PowerPoint, MS Visio).
** სასურველია რისკის მართვაში სერტიფიცირება, მაგალითად, PRM, FRM, ORM, ISO31000, CRMA ან ეკვივალენტური სერტიფიკატების ფლობა.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
საკონკურსო პირობები: გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, 2022 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ მხოლოდ ქართულ ენაზე შედგენილი რეზიუმე (CV- (ფოტოსურათით)) შესაბამისი ვაკანსიის დასახელების მითითებით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.gse@gse.com.ge ან მოგვაწოდოთ მისამართზე: ქ. თბილისი, ნ. ბარათაშვილის ქ. #2.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |