www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროვაიდერებთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: გლობალ ასისტანს საქართველო
გამოქვეყნდა: 21 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

კომპანია "გლობალ ასისტანს საქართველო" აცხადებს ვაკანსიას პროვაიდერებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია "გლობალ ასისტანს საქართველო" მომხმარებლებს ავტომობილის მოვლა-შენახვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სერვისის ორგანიზებას სთავაზობს. კომპანია სრულიად განსხვავებულ, თანამედროვე და ნდობაზე დაფუძნებულ სტანდარტებს ქმნის ავტომომსახურების სფეროში. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით და გთავაზობთ გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს კარიერულ ზრდასა და განვითარებაზე.

პასუხისმგებლობები:

** ავტომობილის შემკეთებელი სერვის ცენტრების მოძიება და მათთან კომუნიკაცია;
** ავტომობილის სათადარიგო ნაწილების მომძიებელი კომპანიების მოძიება და მათთან კომუნიკაცია;
** დაზიანებული ავტომობილის შეკეთების პროცესის ორგანიზება;
** დაზიანებული ავტომობილის შეკეთების ვადებისა და ხარისხის კონტროლი;
** ანგარიშსწორების პირობების შეთანხმება, ორგანიზება და უზრუნველყოფა.
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:

** ავტომობილთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხებისა და საჭიროებების ცოდნა (ძარის აგებულება, სავალი ნაწილი, ელექტრობა, უსაფრთხოების კომპონენტები და სხვა);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.

უნარ-ჩვევები: ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gag.ge. გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line" - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (პროვაიდერებთან ურთიერთობის მენეჯერი). წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2022 წლის 7 ოქტომბერი. შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |