www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საერთაშორისო გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: აპტოსი
გამოქვეყნდა: 4 ნოემბერი / განცხადების ვადა: 3 დეკემბერი

კომპანია "აპტოსი" წარმოადგენს ესთეტიკის დარგის ლიდერ კომპანიას, რომელიც ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე მსოფლიოს 100 ქვეყანაში. კომპანია ფლობს 4 გლობალურ ოფისს თბილისში, ბერლინში, პრაღასა და მოსკოვში.

კომპანია "აპტოსი" ეძებს საერთაშორისო გაყიდვების სპეციალისტს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დისტრიბუტორებთან კომუნიკაცია;
** შეკვეთის დამუშავება და ინვოისის მომზადება;
** ახალი პროდუქტების შესახებ დისტრიბუტორებისთვის ინფორმაციის მიწოდება, პრეზენტაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ სასერტიფიკატო კურსების ორგანიზება, მხარდაჭერა;
** საერთაშორისო ან ადგილობრივი კონგრესის ორგანიზებაში აქტიური მონაწილეობის მიღება. გამოფენებზე და კონგრესებზე სტენდთან მუშაობა, პროდუქციის პრომოცია-გაყიდვა;
** ექიმებთან კომუნიკაცია, კოორდინაცია;
** დისტრიბუტორების მიერ კონტრაქტით გაწერილი პირობების შესრულების კონტროლი;
** გაყიდვების გეგმის შესრულებაზე ზრუნვა;
** წლის გეგმის შემუშავება;
** ყოველთვიური აქციების/ფასდაკლებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა, დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:00.

დაინტერესების შემთხვევაში, 3 დეკემბრამდე გამოგზავნეთ პროფესიული რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@aptos.ge.
გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "საერთაშორისო გაყიდვების სპეციალისტი".

დავუკავშირდებით, მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "აპტოს"-ის ან შპს "აპტოს"-ის უფლებამოსილი პირის მიერ, სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. პირი, აპლიკაციის მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, ადასტურებს და თანხმდება წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშალა ან განადგურება. ამ შემთხვევაში, შპს "აპტოს", ისევე როგორც შესაბამისი უფლებამოსილი პირი, 15 დღის ვადაში გაასწორებს, განაახლებს, დაამატებს, დაბლოკავს, წაშლის, გაანადგურებს მიღებულ ინფორმაციას ან მიიღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |